სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:29 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი კვერნაძის გაძევებაზე: "სულელური მოქმედება იყო"

სერია B-ს მეექვსე ტურში „ფროზინონემ“ „ჩეზენა“ 3:1 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ კი წითელი ბარათი მიიღო.

ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 62-ე წუთზე, როცა მისი გუნდი იგებდა (3:0), მოედნის ცენტრში იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს. როგორც ჩანს, ამის გამო ძალიან გაბრაზდა მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი, რომელმაც პრაქტიკულად კლუბს ქართველი ფეხბურთელის დაჯარიმებისკენ მოუწოდა.

„სულელური მოქმედება იყო, დაუფიქრებელი, რაზეც კლუბმა უნდა იზრუნოს“, - თქვა მოკლედ ალვინიმ.

გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში სერია B-სა და იტალიის თასზე 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „ფროზინონე“ 14 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი „ვენეციასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168458