ფეხბურთი

19:06 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

6 ნაკრები 2 სანუკვარი საგზურისთვის: როგორი ფორმატია კონფედერაციათა პლეი-ოფში

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 48 მონაწილიდან 42 ცნობილია, მარტში კიდევ 6 გაირკვევა და მუნდიალი დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მანამდეა, 6 დეკემბერს, ასე რომ, 6 ნაკრების გარკვევამდე.

ევროპის ზონაში 16 გუნდი ითამაშებს პლეი-ოფში და 4 მათგანი გაემგზავრება ზაფხულში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში, ამ პლეი-ოფის სისტემაზე უკვე დავწერეთ, ხოლო 2 ნაკრების ვინაობა ინტერკონტინენტალური პლეი-ოფით გაირკვევა და ახლა ამ პლეი-ოფზე ვისაუბროთ.

აქ 6 ნაკრები მონაწილეობა: ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ახალი კალედონია, ბოლივია, სურინამი და იამაიკა. საუკეთესო რეიტინგის მქონე ორი ნაკრები პირდაპირ ფინალშია (ერაყი და კონგო დრ), ხოლო დანარჩენი ოთხი ნახევარფინალიდან ჩაერთვება. პლეი-ოფის ბადე ასეთია:

პირველი ნახევარფინალი

ბოლივია - იამაიკა/სურინამი

მეორე ნახევარფინალი

ახალი კალედონია - იამაიკა/სურინამი

ფინალი

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული

ერაყი - მეორე ნახევარფინალის გამარჯვებული

პლეი-ოფის მატჩები მარტში გაიმართება, მექსიკის ორ ქალაქში - გვადალახარასა და მონტერეიში, ორი ფინალის გამარჯვებული მუნდიალზე იქნება. ვინც არ უნდა გავიდეს, ფაქტია, რომ მისთვის ისტორიული შედეგი იქნება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია, ჰაიტი, კურასაო და პანამა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099393