ფეხბურთი

15:39 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანი: "ეს ფაფახია, საბრძოლო სულისკვეთებას გამოხატავს"

„ექსელსიორის“ ფეხბურთელმა ირაკლი იეგოინმა „ბრედასთან“ შესანიშნავი გოლის შემდეგ, რომელიც მაკრატელა დარტყმით გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

ის ინტერვიუსას ფაფახით გამოცხადდა და თქვა, რომ გოლის აღნიშვნა ამ ქუდით უნდოდა, მაგრამ მსაჯმა ამის უფლება არ მისცა:

„ეს ფაფახია, ქართული ქუდი. UFC-ში რამდენიმე მებრძოლი მას გამარჯვების შემდეგ ატარებს, ეს საბრძოლო სულისკვეთებას გამოხატავს. სამწუხაროდ, დღეს გოლის შემდეგ მისი დახურვა ვერ შევძელი, მინდოდა, მაგრამ მსაჯმა ამის უფლება არ მომცა.

ასეთი გოლი „ვიტესში“ გავიტანე, ის ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია. ახლა ცოტა ნაკლებად ლამაზია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი გოლია“, - თქვა ირაკლიმ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორის“ ერთ-ერთი ლიდერია, ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ექსელსიორი“ 26 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი 14 თებერვალს, „ალკმაარს“ შინ დაუპირისპირდება.

0.165453