ფეხბურთი

19:02 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.

პირველი შეხვედრის (6:0) მსგავსად, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ჩატარებული მეორე მატჩიც ტატა მატვეევას გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა — 4:0. სტუმართა კარში სამი გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ნინიკო ჩხეტიანმა დააფიქსირა.

აზერბაიჯანთან შეხვედრები საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.

0.100005