საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა.
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი აღიარეს, რაც შეეხება ლიგა 1-ს: პსჟ-ს შემტევი უსმან დემბელე ზედიზედ მეორედ დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მისმა თანაგუნდელმა დეზირე დუემ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად „ლანსის“ თავკაცი პიერ საჟი დასახელდა.
საფრანგეთის საზღვრებს მიღმა მოთამაშე ფეხბურთელთაგან საუკეთესოდ მაიკლ ოლისე დასახელდა, რომელმაც კილიან მბაპეს და რაიან შერკის აჯობა.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც ვერ მოხვდა, რომელშიც პსჟ-დან 5 ფეხბურთელია და ასეთია:
მეკარე: რობინ რისერი (ლანსი)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მალანგ სარი (ლანსი), ვილიან პაჩო (პსჟ), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები: მამადუ სანგარე (ლანსი), ვიტინია (პსჟ), კორენტინ ტოლისო (ლიონი)
თავდამსხმელები: ფლორენ ტოვენი (ლანსი), უსმან დემბელე (პსჟ), მეისონ გრინვუდი (მარსელი)



