კალათბურთი

18:21 | 16.02

0
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

10:26 | 24.01

1
მამუკელაშვილის კარიერული თამაში – ქართველი ფორვარდი მატჩის ბომბარდირი გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა „ტორონტო რეპტორსს“ „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამარჯვება მოაპოვებინა. კანადელებმა სტუმრად 110:98 იმარჯვეს და სეზონში 27-ე მოგება მიითვალეს.

255086,254434

00:49 | 16.05.2023

0შენგელიას შედეგიანი თამაში, "ვირტუსი" ნახევარფინალთან ახლოსაა

იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბრინდიზი“ ისევ იოლად დაამარცხა და 2:0 დაწინაურდა.

23:30 | 15.05.2023

0საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ქუთაისმა რუსთავში მოიგო

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს მფლობელი ქუთაისის გუნდი გახდა. გიორგი პირტახიასა და საბა სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩი რუსთავში მოიგო.

22:52 | 15.05.2023

0ვინგსმა თბილისი ბასკეტს დამაჯერებლად მოუგო და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა ვინგსმა 91:69 (სტატისტიკა) დაამარცხა თბილისი ბასკეტი, 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ტიტულის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია. სერიის რიგით მე-3 შეხვედრა ...

02:15 | 15.05.2023

91გასაოცარმა ჯეისონ ტეიტუმმა "ბოსტონი" კონფერენციის ფინალში გაიყვანა

„ბოსტონმა“ სერიის მეშვიდე შეხვედრაში „ფილადელფია“ დაამარცხა და კონფერენციის ფინალში გავიდა.

22:50 | 14.05.2023

0გიორგი შერმადინის 12 ქულა და "ტენერიფეს" მესამე ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახა“ 84:79 დაამარცხა.

17:17 | 14.05.2023

0მაკფადენის 11 ქულა, "მურსია" პლეი-ოფის ზონაში შევიდა

ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში „მურსიამ“ „ბილბაო“ 67:55 დაამარცხა. მასპინძლები თითქმის მთელი თამაში მეტოქეს აღემატებოდნენ და საბოლოოდ დამსახურებულადაც მოიგეს.

12:45 | 14.05.2023

018-წლამდელთა ფინალში თბილისი ბასკეტმა ვინგსს სერია გაუთანაბრა

18-წლამდელთა ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. თბილისი ბასკეტმა, რომელმაც გუშინ სერიის პირველი მატჩი ვინგთან ბოლო წამზე წააგო, დღეს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი მთელი ...

00:16 | 14.05.2023

0თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" პლეი-ოფი გამარჯვებით დაიწყო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი-ოფი დაიწყო. მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბრინდიზი“ საკუთარ მოედანზე ძალიან იოლად, 104:68 დაამარცხა.

12:45 | 13.05.2023

0"მაიამიმ" "ნიუ იორკს" აჯობა და კონფერენციის ფინალშია

„მაიამი“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქეს ელოდება. „ჰიტმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკს“ დაძაბულ ბრძოლაში 96:92 აჯობა, რის შედეგადაც სერია 4:2 მოიგო.

12:10 | 13.05.2023

0საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ტალინში ევროპის ლიგის 2 მატჩი გამართა

საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილ გუნდს ოსტრავაში ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
2.677713