რაგბი

15:55 | 22.11

საქართველოს 15-ქალა ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი და დამაჯერებელი გამარჯვება რუმინეთთან

დღეს, საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, თავის პირველ ოფიციალურ თამაში გამართა, სადაც რუმინეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 43:0 დაამარცხა.

11:50 | 19.11

18 წ. | ზედიზედ მე-10-ედ ევროპის ჩემპიონატის ფინალში

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს 26:7 სძლია და ფინალში ზედიზედ მეათედ ითამაშებს.

252793,252707

18:18 | 16.08.2024

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ინგლისთან რევანშამდე ცოტა დააკლდა

უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან რევანშის აღებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მეტოქემ მეორე ტაიმში იმძლავრა და ისე, როგორც 4 თვის წინ, ამჯერადაც ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში იმძლავრა – 27:20.

16:16 | 15.08.2024

18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

18:12 | 14.08.2024

20 წ. | ლადო კილასონია – „ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი“

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წლევანდელ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაისადაც იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე.

17:37 | 14.08.2024

7-კაცა | სერგი ჩხაიძის ზებუნებრივი შესაძლებლობები – „ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება“

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს 7-კაცას კაპიტანი სერგი ჩხაიძე რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

20:35 | 13.08.2024

ბორჯღალოსნები | 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

რაგბი ევროპამ 2025 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

23:30 | 12.08.2024

18 წ. | კარგი გაკვეთილი აფრიკისგან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი მასპინძლებთან 3:20 დათმეს.

22:40 | 11.08.2024

18 წ. | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ

სამხრეთ აფრიკაში მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიას იწყებენ. 12 აგვისტოს მათი მეტოქე მასპინძელი, სამხრეთ აფრიკა ა იქნება. სტელენბერგში შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყება. ...

11:46 | 11.08.2024

18 წ. | ცვლილებები საერთაშორისო სერიის განრიგში

სამხრეთ აფრიკაში გასამართ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიის განრიგში ცვლილებაა. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკა ა-ს, ინგლისსა და ირლანდიას ეთამაშებიან.

15:05 | 08.08.2024

სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ მეოთხე ტიტულს სექტემბრიდან შეუტევს

ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ სექტემბერსა და ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

11:57 | 07.08.2024

პროფესიული მასტერკლასები მწვრთნელებისთვის

გასულ კვირაში რაგბის კავშირის ორგანიზებით ორ სხვადასხვა ლოკაციაზე კაცთა და ჭაბუკთა ლიგების გუნდების მწვრთნელებისთვის პროფესიული მასტერკლასები გაიმართა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში.

1.295606