14:44 | 14 ნოემბერი, 2013
ჩემი ნიგერიათუკი უცნაური ამბავი მოხდა და სადმე ჩვენს ქვეყანაში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარს გადააწყდებით, იქავ ახსენეთ ჩემი სახელი და მსწრაფლივ მანდ გავჩნდები, რამეთუ ჭეშმარიტად მჯერა, რომ თუკი კაცს ნიგერიის ნაკრები უყვარს, მას ნაღდი ფეხბურთიცა ჰყვარებია და ნაღდი კაციც ისა ყოფილა. აგერ უკვე რამდენი ხანია თვალმოუშორებლად ვაკვირდებით აფრიკულ საფეხბურთო ოღრო-ჩოღრო პროგრესს და კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მარადიული კითხვა: ოდესმე დასტაბილურდებიან აფრიკული გუნდები? არადა, აფრიკელების სწორედ ასეთი წარმოუდგენელი თავისუფლება, ცოტა თავქარიანობა და პრაგმატიზმის სრული იგნორირება მომწონს. შეიძლება აქვე ვთქვათ, რომ ვისურვებდით ბევრი საჭირო თვისებები შავი კონტინენტის ბიჭებსაც ჰქონოდათ, მაგრამ როგორც ბათუმური ხინკალი ვერ ამაღლდება ხევსურეთამდე და როგორც თბილისში გაკეთებული აჭარული ხაჭაპური ვერასოდეს აჯობებს ბათუმურისას - ისე აფრიკელი ქურციკივით ბიჭები ვერ შეეგუებიან ათასგვარი ნახაზებით გადაძეძგილ სტრატეგიებსა და ტაქტიკებს.
14:39 | 10 ნოემბერი, 2013
ყარაჩოღლურ თარგზედ ნათქვამიმინამ გულში ეს ოხერი დარდი ჩაინავლებოდეს და ვარამ-ბალღამიც ყელსა სწვამს, მოდით ჩვენი “მილანის” გულ-ბოყდამწველი წარსული კიდევ ერთხელ მოვიგონიოთ ძმანო და კიდევ ერთხელა ვთქოთ რომა, მხოლოდ შავ-წითელი პერანგი ვერ იზამს დიდ-დიდ ამბებსა. მოდით ძმანო, გაიზიარეთ ჩვენი კაეშანი და ჩვენი ტკივილი რომელიცა რომა, ამ ჩვენმა ბედდამწვარმა “მილანმა” კიდევ ერთხელ მოგვაყენა და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ გაგვიფუჭებს სიყრმესა და ყმაწვილკაცობას. სადა ხარ ჩემო პავლიკა ჩეზარიჩო, სამი ნომერი რომ გეხატა ზურგზე და შენი დანახვისას ტალიკ-ტალიკ თავდამსხმელებსაც კი მუხლები რომ უკანკალებდათ. მოდი, აიღე ხელში ეს ფიალა ჩეზარიჩო და რაიმე გვითხარ ისეთი, გულზე რომ მოგვეფონოს და კატალონიელთაგან მიყენებული ჭრილობა დაგვიამოს. შენ სადა ხარ ჩემო დეიან, “მილანის” ოდინდელო სულო და გულო, ბალკანეთის მადლიანი მიწის შვილო და ომში გაზრდილო ძმაბიჭო... ნამეტანავად გვაკლიხარ ძმაო დეიან და რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვიხსენებთ შენს ჯიგარსა და მონდომებას.
10:42 | 07 ნოემბერი, 2013
მიდით ბიჭებო, მიაწექით!თუკი პსჟ-სა და “მონაკოს” ქომაგების ერთ ნაწილს (და არა ყველას) არ ჩავთვლით, საფრანგეთში თითქმის არავის უხარია გალიის უპირველეს საფეხბურთო ჩემპიონატში ბოლო დროს დიდი ფულის გამოჩენა. უფრო მეტიც, საფრანგეთში უამრავი ადამიანი აპროტესტებს ნავთობითა და გაზით გადაღებული აზიელი თუ რუსი მილიარდელების ფეხბურთში ხელის ფათურს და იმ დროს მისტირიან, როდესაც საფრანგეთის პირველი დივიზიონი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და შეუცნობელი ჩემპიონატი იყო.
12:06 | 03 ნოემბერი, 2013
ორი ბილეთისაშინელი ქარი იყო და ზღვის ტალღებიც ისეთი გრუხუნით ეხეთქებოდნენ ნაპირს, ასეთ ხმაურსა და სიცივეში მხოლოდ გამომთვრალი ვანია თუ შეძლებდა დაძინებას. ბოლო ერთი თვე სულ ასე იყო, გავიდოდა სოჭის პორტში, დილიდან-საღამომდე ათრევდა ურიკებს და აღებული ფულით საღამოს საშინლად თვრებოდა. სხვა რა უნდა ექნა მეტი? სახლი იმას არ ჰქონდა და ცოლ-შვილი არ აწუხებდა. ვანიას ერთადერთი რაც მუდმივად აწუხებდა, ეს იყო დიდი და მუდმივი დარდი, რომელიც გულსა და ჯიგარს უთუთქავდა მაშინაც კი, როცა მთვრალი იყო და დაძინებას აპირებდა.
10:40 | 31 ოქტომბერი, 2013
დიეგო – თაობის კერპი!გუშინ დიეგო მარადონა 53 წლის გახდა. თუკი განგებამ ინება, როცა იქნება ალბათ 80 წლისაც მოიყრება და უფრო მეტისაც. ალბათ ჩამობერდება, ცხოვრებისაგან დაიღლება, შეიძლება ტირილსაც უფრო მოუხშიროს (ტრემლებს ახლაც ხშირად აღვარღვარებს ხოლმე) და ისიც შეიძლება, რომ თავის წარსულზე თვითონვე თქვას უარი. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც მინდორზე ყოვლისშემძლე დიეგო გვახსოვს - მაინც ის ჭაბუკი მარადონა იქნება, სასწაულებს რომ სჩადიოდა და ხმის ჩახლეჩვამდე რომ გვაძახებინებდა - მა-რა-დონა-ნაააააა!
14:32 | 27 ოქტომბერი, 2013
სტამბოლის ბაზარში“აბა ფეხბურთელები, კარგი ფეხბურთელები, სულ ნარჩევები, სულ ახალგაზრდები, სწრაფები, ტექნიკურები, ჯანიანები...” – ყვირის სტამბოლის ბაზარში რბილ ბალიშებზე ნახევრად მიწოლილი ონსურ ბეი და თან შარბათს უწრუპუნებს კარგი რქაწითელივით თვალების ნებიერად წკურვით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ დილაა, სტამბოლის ბაზარში უკვე ბევრი ხალხი ირევა და ყველა თავისი საფიქრალით მიდი-მოდის მტვრიან დახლებს შორის. მყიდველთა უმეტესობა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებიდან წარმოგზავნილი ემისრები არიან, რომლებიც თავიანთი უფროსობის მიერ ჩამოწიკწიკებულ უსტარებს დააფრიალებენ. ზოგი განაპირა მცველს ეძებს, ზოგს მეკარის ყიდვა სურს და ზოგის საერთოდ მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც თავდამსხმელებზეა. კარგი თავდამსხმელები წინა დღეების ბაზრობებზე უკვე დაიტაცეს არაბმა შეიხებმა და რუსმა ოლიგარქებმა. ზანტი და ღიპიანი კავკასიელები კი კიევის მთავარმა წაასხა.
11:34 | 24 ოქტომბერი, 2013
კაცი, რომელმაც “იუვენტუსი” დააჩოქაჩვენი საუკუნე ისე დაიწყო და ისე მიგრიხინებდა ცამეტი წელიწადი, რომ ამ პერიოდის მანძილზე ფლორენციის “ფიორენტინას” “იუვენტუსთან” საშინაო თამაშში ჯერ მოგება არ ჰქონდა. ტოსკანური გუნდის ბედოვლათობისა და უიღბლობის ამბავი რომ ვიცი, ალბათ კარგა ხანი იქნებოდ ასე, მხსნელად, იმედად და ნათელშუქად ჯუზეპე როსი რომ არ გამოსჩენოდათ. ალბათ დიად ვერგილიუსსაც კი გაუჭირდება საქებარი სიტყვების კარგად და ლამაზად შეკრება, თუკი ამ კაცს მოესწრებოდა და გაიხსენებდა.
10:22 | 20 ოქტომბერი, 2013
წრეზე ტრიალიჩვენ ბოლოდან მეორე ადგილზე გავედით! ჩვენ არ ვღალატობთ ტრადიციას! ჩვენ ესპანეთთან “მხოლოდ” 0:2 მარცხიც კი მომავლის იმედს გვანიჭებს! ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ეს თავის მხრივ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი დამთავრდა და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან და ესპანეთთან ერთად ჯგუფში მოხვედრისთანავე შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედები თავიდანვე არ გვქონდა, “რატომღაც” მაინც გულდაწყვეტილები ვართ. ეს მხოლოდ ყბადაღებული ქართული მაქსიმალიზმი როდია... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის რეალობის სწორად აღქმა ძველებურად ძალიან რთულია და უბრალოდ ვერ ვიჯერებთ, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი საშუალო ევროპულსაც კი ჩამოუვარდება.
12:06 | 17 ოქტომბერი, 2013
ოკეანისგაღმური ამბებითავის დროზე დიდმა გაბრიელ გარსია მარკესმა დაწერა: “ურუგვაელები არასოდეს საუბრობენ ამინდზე. მათ გარშემო ხომ ყოველთვის ამინდზე მნიშვნელოვანი ამბები ხდება”. ურუგვაელები ალბათ არც ახლა საუბრობენ ამინდზე, როდესაც მათ საფეხბურთო ნაკრებს რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდი დრო უდგას და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ შეხვედრაში არგენტინას სძლიეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მაინც რთულ და ძნელად მისაღწევ საქმედ ექცათ.
18:16 | 13 ოქტომბერი, 2013
ორნი დუნიაზეისევ ისინი იტანენ გოლებს, გუშინ რომ იტანდნენ. ისევ ისინი არიან გამორჩეულები, ბოლო წლების მანძილზე რომ იყვნენ... ისევ ისეთი რეალობაა, როგორიც გუშინ იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ წლევანდელი პრიმერა დივიზიონი, კვლავ ორი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის საჯლიგინო ასპარეზი იქნება და თუკი, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ამ ფეხბურთელების გუნდები გავლენ ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილებზე.
10:53 | 10 ოქტომბერი, 2013
დიახ, ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ!დიახ, მეც ვიზიარებ იმას, რომ ქართველი ოლიმპიელები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ! დიახ, მეც ვფიქრობ, რომ როდესაც რუსულმა ოკუპაციამ ყოვლად ამაზრზენი და უტიფარი სახე მიიღო, აფხაზეთის საზღვართან გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მინიმუმ, უთავმოყვარეობაა. დიახ, ქართველებს სოჭის ოლიმპიადაზე, სწორედაც რომ არაფერი გვესაქმება!
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |