10:08 | 23 ნოემბერი, 2014
ნაკრები ქეცბაიას შემდგომ...საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო პერიოდი დასრულდა. ”ჯვაროსნების” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკა ბევრი შეხვდა და სიხარული კი ძალიან ცოტა. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა და ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვართ და სადაც ვართ. ქეცბაიას რბილად რომ ვთქვათ უცნაური და რთულად პროგნოზირებადი პერსონის შესახებ ჭორ-მართალს ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე მოვისმენთ, მაგრამ წარსულზე ბევრი ლაპარაკის პარალელურად არ იქნებოდა ურიგო, მომავალზეც რომ გვეფიქრა. მომავალზე, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია.
10:32 | 16 ნოემბერი, 2014
საჩივარიმიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთან გამოგზავნილი ჩემი უკვე მეთორმეტე წერილია, აქედანვე გაფრთხილებთ, რომ არ ვაპირებ შევწყვიტო წერილების წერა იქამდე, სანამ ჩემს ქუჩაზე არსებული უმსგავსობა რა აღიკვეთება და იქამდე, სანამ დამნაშავეები სათანადოდ და სანიმუშოდ არ იქნებიან დასჯილნი.
11:05 | 13 ნოემბერი, 2014
მეგობრის წერილიროგორ ხარ ბიჭო. ბოდიში, ბოლო დროს ვეღარ ვიცლი მოსაწერად. არადა ადრე უცხოეთში წასული კაცთან დაკავშირება ეგრე ადვილი აბა როგორ იყო... მარა აი ხომ ხედავ, მაინც ვერ ვწერთ ერთმანეთს ხშირად. მე ძველებურად ვარ. იმ ავტოსადგომზე აღარ ვმუშაობ. მაღაზიაში გაიჩითა უფრო კარგი ადგილი და იქ ვარ ახლა. მაგარი ცივი ქალაქი კია ეს ტურინი. სულ ძვლებში ატანს ხოლმე ყინვა. ახლა მაგრად მეცინება თბილისურ ყინვაზე რომ ვწუწუნებდი ხოლმე.
11:14 | 09 ნოემბერი, 2014
როდემდე?!ეს პატარა პროვინციული ქალაქი ყველა აქაურის სახლია. ყველანი ამ სახლის კედელში ჩამჯდარი ძველი, ნესტიანი აგურები არიან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყავლიც გავიდა და ვეღარ დგანან ძველებურად მხნედ და ამაყად, მაინც ბევრ წელსა და ქარიშხალს გადააგორებენ. ისევე როგორც ამ სასაფლაოს ქვებს გადაუგორებიათ ათასი ქარიშხალი..
12:25 | 06 ნოემბერი, 2014
ტაქსისტის ნაამბობიმე თუ მკითხავთ ერთი ჩვეულებრივი, თუმცა როგორც მეუბნებიან, უცნაური თბილისელი ტაქსისტი კაცი ვარ. უცნაური იმიტომ, რომ ზოგიერთებივით არც ორი დიპლომი მაქვს და კლიენტებს ხურდასაც ყოველთვის დროულად ვუბრუნებ.
13:51 | 02 ნოემბერი, 2014
შეხვედრა თბილისშიეს ჩვენი გენრიხა რეებსა შვრება ნახე? რომელი გენრიხა არტემჯან? რო ვერა ვხვდები? რა რომელი შე ბემურაზო... ჩვენი გენრიხა რა, მხთარიანი. “ფუტბალისტი” რა...
11:22 | 30 ოქტომბერი, 2014
ვედრება ლათინურადნუთუ ეს ის დიადი ქალაქია, რომლის კედლებსაც არაერთი ბარბაროსის შემოჭრისათვის გაუძლია? ნუთუ ეს ის ხალხია, რომლებიც გოთებს, ტევტონებსსა და ბარბაროსებს ყველგან ამარცხებდნენ სადაც კი წააწყდებოდნენ? ნუთუ ეს ის გუნდია, რომლის ლოგოზეც რომელუსისა და რემუსის გამზრდელი ძუ მგელია გამოსახული? მე მგონი ჩვენ მოგვატყუეს. ჩვენ არ გვჯერა ასეთი რეალობის!
14:10 | 19 ოქტომბერი, 2014
ნუგზარი, მამუკა და... დათომამუკა და ბიძამისი ნუგზარი “ნახალოვკაში”, ნუგზარის ეზოში, კარალიოკის ძირში ისხდნენ და “კოსმოსს” აბოლებდნენ. მამუკას ხელში წინა დღის “ფუტბოლ-ჰოკეი” ეჭირა და ხმამაღლა უკითხავდა ბიძამისს. მეორე დღეს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიას ხვდებოდა და ნუგზარი მალიმალ ეკითხებოდა ძმისშვილს: ”ჰა, ხომ ვუგებთ “მარიაკებსო”. ეზოს გარეთ დიდი სატვირთო მანქანები დაგრიხინებდნენ და საშენი მასალები გადაჰქონდათ. როგორც ტელევიზიის დიქტორს უყვარდა ხოლმე თქმა: “შენდებოდა და მშვენდებოდა ჩვენი დედაქალაქი”.
15:59 | 16 ოქტომბერი, 2014
მესის ნაცვლად მარადონა რომ ყოფილიყო...ლეო მესის დაუჩივლია, ბოლო დროს სულ გერმანიასთან წაგებული ფინალი მესიზმრება და ნამეტანი მიღრღნის სულს ის ავადსახსენებელი ფინალიო. უფრო ადრე, ანხელ დი მარიას უთქვამს, ფინალის წაგება ჩვენთვის უფლისგან მომავალი სასჯელი იყო, რადგან არგენტინელები საკუთარი თავის ხიბლში ვიყავით ჩავარდნილებიო.
17:41 | 12 ოქტომბერი, 2014
აზიური ბუნდოვანება21-ე საუკუნის აზიაში ფეხბურთი ძალიან რომ უყვართ, ეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზეც დასტურდება, რადგან ტელეტრანსლაციების რაოდენობითა და გაყიდული სპორტული ამუნიციის მხრივ, აზია სხვა კონტინენტებს კარგა ხანია რაც აღარ ჩამოუვარდება.
13:34 | 06 ოქტომბერი, 2014
დიდი რაინდის დაბრუნება- ეს რა უცნაურ ქვეყანაში მოვედით ჩემო მეგობარო სანჩო. ამდენი დუქანი და ფუნდუკი ერთად არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს აქაურებს შეძლებაც კარგი აქვთ და არც პირის გემოს უნდა უჩიოდნენ.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |