16:35 | 27 აპრილი, 2014
მატჩი, რომელიც არასოდეს გამართულამატჩი, რომელიც არასოდეს გამართულა, თბილისის დროით 21 საათზე, პირთამდე გადატენილ ოჩამჩირის სტადიონზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე წვიმდა, საღამოს მინდორზე სისველის ნასახიც არსად იყო და სტადიონის დირექტორი, დავით გამბა სიამაყით ამბობდა, ბალახის ასე მალე აშრობა ჩვენს მიერ ამერიკაში შეძენილი ახალი საშრობი დანადგარის დამსახურებააო. ტრიბუნაზე მსხდომი 52 ათასი კაციდან, უმეტესობა რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა და ამას მათი თეთრ-წითელი მაისურების ფერებიც მოწმობდა, თუმცა სტუმრად ჩამოსულ ნიდერლანდელებსაც ათასამდე ქომაგი ჩამოჰყოლოდათ და ეს უკანასკნელნი ხმის ჩახლეჩვამდე ცდილობდნენ მასპინძელთა ყვირილისა და სიმღერის გადაფარვას, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო.
18:47 | 21 აპრილი, 2014
კოლუმბიელი “გაბო”რამდენიმე დღის წინ, დიდი კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. მარკესი, ეს იყო არამხოლოდ კოლუმბიის, არამედ სრულიად ლათინური ამერიკის უკვდავი სული, რომელიც აცოცხლებდა ამ საოცარი კონტინენტის ლიტერატურულ ცხოვრებას და რომელიც იყო ჭეშმარიტი წინამძღოლი ესპანურენოვანი ლიტერატურისა. ასეთი ხალხი როდესაც კვდება, ყველაზე მეტად ისაა გულდასაწყვეტი, რომ მათი ტოლ-სწორნი არ ჩანან (თუმცა ბევრი კარგი ლათინოამერიკელი მწერლები ვიცით) და როგორც ჩვენ ველოდებოდით (ალბათ ახლაც ველით) ახალი ვაჟას დაბადებას, ალბათ ისე დაელოდებიან ოკეანისგაღმელნიც ახალი გაბრიელ მარკესის - იგივე “გაბოს” (როგორც მას კოლუმბიაში ეძახდნენ) დაბადებას.
10:53 | 17 აპრილი, 2014
ჯიგრები და უჯიგროებიახლა ძმანო მე მგონი ის დროა რომა, ყველამ გაბზარულ ზურნას ჩავბეროთ და დარდიან ჰანგზედ ამოვიკვნესოთ ის კაეშანნარევი ფიქრები, რომლებიც აგრერიგ გვეხვევიან თავსა და გვიმწარებენ ცხოვრებას. რა, არ იქნება ეს ოხერი დარდი, როცა უეფას მითითებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს ფეხბურთში არსებული მანკიერებები აღმოვაჩინოთ?! უეფას ნათქვამი რა ოხრად გვინდა, როცა ყველანი ვხედავთ სადაცა ვართ და როგორცა ვართ. ვხედავვთ მაგრამ ვზივართ ეგრე გაბოტილად და ხმას კი არ ვიღებთ. ჩვენა გენცვათ ქართველები ვართ! ჰოდა ქართველები რაკიღა ვართ, ჯიგარიც სხვანაირადა გვაქვს მოწყობილი და მანკიერების მხილებას ჩვენში “ჩაშვებას” ეძახიან, კორუმპირებულ კაცს კიდევ “კაი მეოჯახესა” და “კარგ პურიმჭამელს”. ჰოდა ვართ ასე, ვიცით რაც ხდება ჩვენს ფეხბურთში, ბარე ორი ვინმე რომ საერთოდ მოსაკვეთია ფეხბურთიდან – ესეც ვიცით, მაგრამ აბა ხომ არ “ჩავუშვებთ?!” ჩვენ ხომ სხვა ხალხი ვართ!...
15:42 | 13 აპრილი, 2014
პაპაჩემი და მარადონაამჯერად პაპაჩემზე მინდა გიამბოთ – ერთ თბილისელ კაცზე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა ფეხბურთი, ლუდი და მარადონა. უფრო ზუსტად, ჯერ პელე უყვარდა, მაგრამ როცა მარადონა გამოჩნდა და მარადონას თამაში ნახა, პაპაჩემმა პელეს გვარიანად შეუკურთხა და მარადონა აღიარა უპირველესად. ეს მის თაობაში დიდი ამბის გამომწვევი იყო და მისი თაობის ქომაგები ხშირად სდებდნენ ხოლმე ბრალს “პელეს ღალატში”, რადგან პელე მათი დროის უპირველესი ფეხბურთელი იყო და პელეს მარაოდნაში გაცვლა სკანდალურ ამბად ითვლებოდა.
11:19 | 10 აპრილი, 2014
პრობლემები აზროვნებაში და პრობლემები ინფრასტრუქტურაშიპროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ხორციელდება.თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მხოლოდ სპორტის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდით ვერ გადაწყდება, საკითხი იმაზე ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
10:37 | 06 აპრილი, 2014
დაჯარიმებული “ბარსელონას” ნაკვალევზესკანდალი თუ გინდა ესაა – კატალონიის “ბარსელონას” 2 წლის მანძილზე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს და გვარიანი ფულადი ჯარიმაც დააკისრეს. ”ბარსელონა” რა თქმა უნდა, უბედური ქართული საფეხბურთო კლუბი არაა, აღნიშნული ჯარიმის გადახდას რომ შეეწიროს და ალბათ არც ორწლიანი უტრანსფერობა დააქცევს, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კატალონიური კლუბის დაჯარიმება პირველ ყოვლისა იყო იმის დასტური, რომ ფეხბურთში მანკიერებების არსებობა პირინეაზეც აღიარეს და ეს მხოლოდ იტალიის ფეხბურთის ბოსების ახირება არ იყო – როგორც ზოგიერთი ფიქრობდა.
18:06 | 03 აპრილი, 2014
შიში და არცოდნაჩვენი თაობა გაიზარდა იმ დროსა და ისეთი ვითარებაში, როდესაც უფროსმა თაობამ, სიახლეები უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენერგა, მომდევნო თაობას კი სიახლეების ნამეტანი ეშინოდა. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ არცოდნა და მომავლის (პროგრესის) შიშები ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად რჩება და ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ქართულ სპორტზეც აისახება ხოლმე.
13:02 | 30 მარტი, 2014
ფეხბურთის ქომაგთა კატეგორიებიძალიან ცდებით თუ გგონათ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი მუღამითა და გაცისკროვნებით უყურებს ფეხბურთს. ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთისგან ძალიან გასხვავებული ხალხია და თუკი მათ ბუნებასა და ინტერესებს ჩავწვდებით, ერთობ ეკლექტური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ.
10:39 | 27 მარტი, 2014
კიდევ ერთხელ ბავშვთა სპორტზე...ქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის უმრწმესი ასაკის სპორტსმენებს – ხშირ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
10:19 | 23 მარტი, 2014
ბლიც-ინტერვიუ ვიტიასთან- რა გქვია? - ვიტია ბეზრუკოვი. - სად ცხოვრობ? - სიმფეროპოლში.
14:29 | 20 მარტი, 2014
ბიჭი პალერმოდანიტალია, პალერმო, 1992 წელი. სამი წლის შავკანიანი ბიჭუნა, ემიგრანტთა თავშესაფარში საწოლზე ზის და ტირის... პატარა მარიო ბარვუაე მშობლებმა მიატოვეს... მასზე დედ–მამამ უარი ოფიციალურად განაცადა. მარიო გაშვილების პროგრამაში ჩასვეს. ის ახალი მშობლების მოლოდინშია, მაგრამ ისინი არა და არ ჩანან, თუმცა, ზოგჯერ ოცნებებიც ხდება... იღება ოთახის კარი და ჭარმაგი სიცილიელი ცოლ–ქმარი, სერჯიო და რობერტა ბალოტელებს, შავტუხა ბიჭუნა ღიმილით აყავთ ხელში. რობერტა სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს. მათ უკვე საკუთარი შვილი ყავთ - პატარა მარიო ბალოტელი! მარიო ბალოტელი განაში 1990 წელს დაიბადა, თუმცა, ყოველთვის ამბობს, რომ იგი იტალიელია და განასთან დღეს არაფერი აკავშირებს. როდესაც ბალოტელი პალერმოს ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მიაბარეს, ცინიკოსი ბავშვებისაგან ბევრი დამცირებისა და დაცინვის ატანა მოუხდა.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |