ბლოგი

10:12 | 04 ივნისი, 2014

ქალის ნათქვამი

ჩემი ქმარი გიჟია. თუმცა ნეტა ფეხბურთის რომელი გულშემატკივარია დალაგებული?! განსაკუთრებით ცუდი დღეები მსოფლიოს ჩემიონატის დროს მაქვს ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ ამ გადარეულს და მის მეგობრებს გავეცალო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას და მთელი უბედურებებიც ასე იწყება.

ლევან სეფისკვერაძე

10:44 | 01 ივნისი, 2014

ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოვიქცეთ

ამასწინათ გერმანიაში ერთმა ჭკვიანმა კაცმა გამოსცა წიგნ-ბროშურა, სადაც გერმანელი გულშემატკივრებისათვის ერთგვარი რჩევებია ჩამოწიკწიკებული, თუ ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოიქცნენ თუკი მათი გუნდი ევროტურნირებზე უცხოურ კლუბებს შეხვდება და საყვარელ კლუბს გასვლით მატჩზე გაყვებიან. ამ ბროშურაში ნახავთ, რომ ფრანგი გულშემატკივრები თურმე მატჩის შემდეგ ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ, რის გამოც ავტორი მკითხველს ურჩევს, რომ ემოციები დაიოკონ და მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ მოიგიჟიანონ თავი. “ტოტენჰემის” ფანებთან” ურთიერთობისას ლონდონის სხვა არც ერთი კლუბი არ უნდა ახსენო, თორემ ცუდად წაგივა საქმე. მადრიდში ჩასულებს კი უნდა გახსოვდეთ, რომ “რეალის” ქომაგებთან მხოლოდ ღიმილი და  გაშინაურება ჭრის, “ატლეტიკოს” ინჩასებთან კი სიჩუმეს გვირჩევენ. მოკლედ, ძალიან საჭირო წიგნი დაუწერია იმ გერმანელს და არ უქნებოდა ურიგო, ასეთი რამე ჩვენთანაც, ქართველ ქომაგებზე მორგებულად რომ გამოცემულიყო.

ლევან სეფისკვერაძე

13:35 | 29 მაისი, 2014

მადრიდის ”რეალო”, შენ დიდებული კლუბი ხარ!!!

აი ახლა ყველამ კეთილი ვინებოთ და დიდი გამარჯვება მივულოცოთ მადრიდის ”რეალს, რომელიც ახტა, დახტა და იღბალზე ისე გადახტა, რომ სეზონის ბოლოს ხელს ევროპის მთავარი საკლუბო თასი გააყოლა. ასევე მივულოცოთ გარეთ ბეილს, რომელიც იმდენად უცნაური კაცია, რომ მასთან შედარებით ბევრი ნაგიჟარი დაწყობილად მოსჩანს. ვერრა კაცი და ვერრა ძალა ვერ გაიგებს ამ უელსელ ჯეელს როდის მოეგუნებება ფლანგებზე განავარდება. ხან კიდევ, შეხედავ და ციცარივით გარდიგარდმო დადის ეს ოხერი. მაგრამ ხომ არის მაგარი? ხომ არის ის რაც უნდა იყოს?!...

ლევან სეფისკვერაძე

14:04 | 25 მაისი, 2014

ევროპა ჩვენი წინაპრების არჩევანია!

მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას, რომ 26 მაისი არამხოლოდ გვახსოვდეს, არამედ ეს თარიღი იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნიშანსვეტი და მუდმივი გახსენება იმისა, რომ დამოუკიდებლობა უპირველესია და მას არანაირ “ფოჩიან კანფეტებში” არ გავცვლით. ამ ერთი შეხედვით მარტივ ღირებულებებზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ასე ახლოს დგას ჩვენი ქვეყანა ევროპის კარიბჭესთან.

ლევან სეფისკვერაძე

11:02 | 22 მაისი, 2014

გადარეულები

ფეხბურთი გადარეული ხალხის ჭეშმარიტი თავშესაფარია. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ დაუწყობელ ფანებსა თუ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ კლუბის პრეზიდენტებს. ამ ხალხს მედია გამუდმებით აკრიტიკებს, ვისაც კი არ ეზარება ყველა ჭკუას ასწავლის, მაგრამ ალბათ ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ჩვენს სამყაროში ყოველივე წესისა და რიგის მიხედვით არც წავა, ვერც წავა და რომც წავიდეს, ბევრი არაფერი იქნებოდა საინტერესო. 

ლევან სეფისკვერაძე

17:34 | 18 მაისი, 2014

პროგრესი სახელად ესპანური ფეხბურთი

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს კრიტიკოსები მთელს მსოფლიოში ბლომად ჰყავს, ფაქტია, რომ პრიმერა დივიზიონი ინგლისის ჩემპიონატთან ერთად ევროპაში და მთელს ჩვენს პლანეტაზე უდავოდ გამორჩეული ტურნირია და მოგვწონს თუ არა, აუცილებელია იმის აღირება, რომ დღეს თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია და მიდგომები დიდწილად სწორედ პირინეის ნახევარკუნძულზე იჭედება.

ლევან სეფისკვერაძე

10:53 | 15 მაისი, 2014

ჩავი და წელთა მდინარება

წლების მატება ოხერი და ვერაგი რამეა. თუმცა ამაში რა თქმა უნდა არაფერია ახალი და უცნაური. ზოგჯერ იციან ხოლმე თქმა, აი, კაცი ასაკში შევიდა და უფრო გასიმპათიურდაო, მაგრამ ეგაა და ეგ. მეტი რა ხეირი? დაბრძენება გამოცდილების ამბავია და არა წლების მატების. აი შეხედეთ კატალონიელ ჩავის და წლების მრისხანების მთელს სიმწუხარეს შეიგრძნობთ. განა ტრაგედია და რამე. ყველა ფეხბურთელის ბოლო რა თქმა უნდა მობერება და შესაძლებლობების შემცირებაა, მაგრამ ჩავი რაღაცნაირად, ერთიანად მობერდა და წლების მდინარება იმ დიადი “ბარსელონადან” რომელიც თავის დროზე ქვას არ ტოვებდა ქვაზე – ყველაზე მუხთლად სწორედ ჩავის ეტყობა.

ლევან სეფისკვერაძე

10:57 | 11 მაისი, 2014

მარტინ პალერმო და სხვები

არგენტინელი მარტინ პალერმო ფეხბურთელობისას ისეთი გიჟი და შერეკილი ვინმე იყო, აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ მისგან კარგი და ჭკუადამჯდარი მწვრთნელი დადგებოდა? ამიტომაც, არასოდეს უნდა ვენდოთ მხოლოდ ადამიანის ერთ მხარეს და თავიდანვე არ უნდა დავუსვათ კაცს “დიაგნოზი” – ამისგან არაფერი გამოვაო.

ლევან სეფისკვერაძე

19:37 | 08 მაისი, 2014

მაგარმუშტიანი ბიჭების უცნაური მეტსახელები

მეტსახელები პროფესიონალური კრივის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. ხშირია მოკრივეთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი. მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. ტელეკომენტატორი, სარეკლამო აგენტი, მწვრთნელი, მეტოქე, თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც კი. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო რეიტინგში მოკრივის მდგომარეობა, რა სიმაღლეზეც არ უნდა ავიდეს იგი, შერქმეული სახელი მუდამ რჩება. ხშირად კრივის ისტორია ამა თუ იმ მებრძოლს მხოლოდ მეტსახელით ინახავს.

ლევან სეფისკვერაძე

10:26 | 04 მაისი, 2014

მუნდიალისწინა ვარაუდები

რა მოხდება წლევანდელ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდეს? არცთუ რთული წარმოსადგენია რაც მოხდება. იქნება ბევრი სიმღერა, უფრო მეტი სიხარული და განუზომელი ბედნიერება მთელს ბრაზილიაში. მაგრამ, აი ის კი რთულად წარმოსადგენია მაშინ რა მოხდება, ბრაზილის ნაკრები ბრაზილიაში მეორედ რომ ვერ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ამაზე ფიქრსაც კი ძალიან ღრმა ჩიხში შევყავარ. თან მით უმეტეს, ჩვენ უკვე ვიცით რაც მოჰყვა ბრაზილიის ვერგაჩემპიონებას 1950 წლის მუნდიალზე – დიდი არეულობა, ეკონომიკური კრიზისი და ბრაზილიელი ხალხის დიდი, უზარმაზარი შოკი.

ლევან სეფისკვერაძე

10:01 | 01 მაისი, 2014

ფეხბურთელები და მოტრფიალე ქალები

ფეხბურთელებზე შეყვარებულ გოგონათა მთელი თაობები ახსოვს საფეხბურთო სამყაროს. ვინ არ ყვარებიათ და როგორი სიფათის მქონე ჯეელებისათვის ჩახუტებაზე არ უოცნებიათ დედამიწის ოთხივ კუთხივ - ტიჯანი ბაბანგიდადან დაწყებული და რევაზ ჩელებაძით დამთავრებული. თუმცა, ქალთა თაობებს თავიანთი გამორჩეული კერპებიც ჰყოლიათ და დღესაც ჰყავთ. მაგალითად ისეთები როგორიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, გაბრიელ ბატისტუტა და კრიშტიანუ რონალდუ არიან. განგებამ უწყის, რამდენი ცრემლი დაღვრილა და რამდენი ნაღვლიანი ღამე გათენებულა საყვარელ ფეხბურთელებზე ფიქრში...

<< პირველი<< წინა4647484950515253545556შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.381794