13:23 | 09 მაისი, 2013
“პენსიონერ ფანთა კლუბი”ეს კლუბი ერთი შეხედვით თავიდანვე პალანიკის “მებრძოლთა კლუბს” მოგაგონებდათ, რადგან ჭეშმარიტად სექტანტური განწყობები სუფევდა და ხალხიც ერთობ გადარეული და მრავალდაღდასმული იყო. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხდებოდით, რომ “პენსიონერ ფანთა კლუბი” სხვა არაფერი იყო თუ არა ადგილი, სადაც სისხლისა და ემოციებისგან დაცლილი ადამიანები დარდით იხსენებდნენ ახალგაზრდობას.
12:41 | 09 მაისი, 2013
ალექსანდრე იაშვილი - თბილისის „დინამოს“ დებიუტანტი„ქართული ფეხბურთი“, 1-15 მარტი, 1994 წელი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი - ალექსანდრე იაშვილი. იგი დაიბადა 1977 წლის 23 ოქტომბერს. ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 11 შეხვედრა (აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში) და 10 გოლი გაიტანა. ბოლო დროს მის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით და მას ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
10:37 | 06 მაისი, 2013
ინფარქტიუცებ ჩამობნელდა. ამას თითქოს ველოდი კიდეც და არ გამკვირვებია. მაგრამ გრძელ და უცნაურ გვირაბში რომ დავიწყე ქროლვა, მერეღა მივხვდი, რომ ჩემი საქმე იმაზე უფრო ცუდად იყო, ვიდრე მეგონა. ღმერთია მოწამე, იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მქონდა დაგეგმილი და ჩაფიქრებული. ყველაფერი თითქოს თავისით და თითქოს ერთ წამში მოხდა.
09:45 | 03 მაისი, 2013
კარიერა ფრაზებში: მურთაზ ხურცილავასაბჭოთა კავშირის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ორმა ქართველმა მოირგო კაპიტნის სამკლაური. პირველი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად, მურთაზ ხურცილავა იყო. ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სხვა მხრივაც გამორჩეულია: ერთადერთია ქართველთაგან, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების და ოლიმპიური თამაშების მედლებს რომ ფლობს: 1966 წელს, ინგლისში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ბრინჯაოთი დაიმშვენა მკერდი, 1972 წელს კი ჯერ ევროპირველობის, შემდეგ კი ოლიმპიური თამაშების ვერცხლს დაეუფლა.
11:03 | 02 მაისი, 2013
ალესანდრო დელ პიერო - „იუვენტუსის“ მომავალი ვარსკვლავი„სარბიელი“, 24 თებერვალი, 1995 წელი „არ მესმის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის შეგირდობა სამარცხვინო რად არის. მე დრო მჭირდება. ვნახოთ, ერთი წელი მეყოფა, ორი თუ ხუთი. ხუთიც რომ იყოს, არაფერია. მთავარია, დაუზარლად ვიშრომო, ხოლო რამდენად შორს წავალ, გამოჩნდება“ - თქვა ალესანდრო დელ პიერომ, რომელსაც ხშირად ბაჯოს, როსის და პლატინის ადარებენ.
11:02 | 02 მაისი, 2013
გულდარდიანი მამა- დილა მშვიდობისა მუსიე ჟაკ. რაღაც ვერ ხართ გუნებაზე. თქვენი შვილი - ალანი, კვლავ მოგზაურობაში რომ არ გაემგზავრა თქვენს დაუკითხავად? - არა, ამჯერად ჩემმა მეორე შვილმა – ლილიანმა გამანაწყენა. როგორ ჩანს, თქვენ ალბათ არ იცით, რომ ჩემმა ლილიანმა უეფაში დაიწყო მუშაობა...
11:20 | 29 აპრილი, 2013
ცრემლი და სიხარულილადო ასათიანი ცოცხალი რომ იყოს, რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად დაწერდა ლექსს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში ჯერ “ბარსელონას”, შემდეგ კი “რეალის” მარცხზე. ესპანური ფეხბურთის ფანებს ახლა პოეზიისთვის ნაკლებად სცხელათ, მაგრამ სრულიად პირენეს ლევანდოვსკის ლანდი ისე აჩრდილივით ადგას თავზე, გინდა თუ არ გინდა, ცოტა პოეტურ ხასიათზე მაინც დადგები.
12:28 | 25 აპრილი, 2013
რვაათასიანები: შიშა პანგმახშირად უკითხავთ, თუ რატომ დადის ხალხი მთაში. ერთმა სახელგანთქმულმა მთამსვლელმა ამ კითხვას ალალად, უბრალოდ და ძალიან ლამაზად უპასუხა: იმიტომ, რომ ისინი არსებობს. 1953 წლის 29 მაისს, ზუსტად 11:30 საათზე ადამიანმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალიდან, 8848 მეტრზე აზიდული ევერესტიდან გადმოიხედა. ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენსინგ ნორგეიმ პირველებმა დალაშქრეს პლანეტის ყველაზე მაღალი მთა! წელს ამ მოვლენიდან 60 წელი სრულდება.
11:04 | 25 აპრილი, 2013
აფთიაქი რომშიარაფერია იმაზე რთული, როდესაც “რომას” ქომაგი ხარ და “ლაციოს” ტიფოზებით გადაძეძგილ რომის უბანში ცხოვრობ და მუშაობ. არაფერია იმაზე რთული, როდესაც “მტრების” ლაყაფს გამუდმებით უსმენ და ფილმ “პური და შოკოლადის” იტალიელი მთავარი გმირივით ხმის ამოღებაც კი არ შეგიძლია. ამიტომ, უნდა იყო სულ ჩუმად და გულდათუთქულმა უსმინო, მავანნი როგორ კრულავენ შენ “ფრენჩისა” და დე როსის. ცხოვრება ხშირად გვიმზადებს ასეთ მწარე სიურპრიზებს და მსგავსი მრავალი სიმწარე არაერთხელ განუცდია რომაელ აფთიაქარ დონ ემილიანოს, რომელიც განგებისა და აწგარდაცვლილი მამის ჩაგონებით, ბავშვობიდან “რომას” ტიფოზი იყო და ამის შესახებ მხოლოდ მისმა ცოლმა იცოდა.
17:59 | 21 აპრილი, 2013
“პლასტმასის” მესილეო მესი მთელი სისწრაფით მირბის, აქეთ-იქით ჩავი და ინიესტა მიჰყვებიან. მესი ატყუებს ერთ კაცს, მეორეს, მესამეს... მერე პასს ჩავის უგორებს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გასულ არგენტინელს ბურთს უკან უბრუნებს და გოოოლ!!! არის ერთი ჟრიამული, ტაში, სტვენა და უბედურება. ზრიალისგან ლამისაა ჩამოიქცეს ბევრისმომსწრე “კამპ ნოუს” ტრიბუნები... კარგია არა? მეტიც - ძალიან მაგარია! მაგრამ უბედურება ისაა, რომ ახლა კომპიუტერული თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი მოვყევი და არა ის, რაც ისედაც ხდება და წესით, ყოველთვის უნდა ხდებოდეს.
11:24 | 19 აპრილი, 2013
კარიერა ფრაზებში: მაიკლ ჯორდანიის ათჯერ გახდა ლიგის ბომბარდირი. ეს რეკორდია. კარიერაში საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა თამაშში. ესეც საუკეთესო მაჩვენებელია. 561 მატჩში მიითვალა 30 და მეტი ქულა. ამ მხრივაც პირველია. ზედიზედ 866 შეხვედრაში ჩააგდო 10 და მეტი ქულა. აქაც ერთადერთია.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |