14:33 | 23 დეკემბერი, 2012
მაფია უკვდავია?უეფაში რამდენიც არ უნდა ამტკიცონ - ევროპულ ფეხბურთში ყველაფერი “აჟურშიაო”, ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან დაკავშირებულ სკანდალზე, მიშელ პლატინისაც და მთელს მის გუნდს, ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
10:56 | 20 დეკემბერი, 2012
“მილანი“ - დიდი წარსულითა და მომავლის იმედითპაოლო, ფილიპო, რიკარდო, კლარენსი, ჯენარო, ანდრეი, ანდრეა, ალესანდრო... გულისტკენაზე მეტია, როდესაც გუნდიდან ასეთი ბიჭები მიდიან. თუმცა რაღა ბიჭები? პაოლო მალდინისხელა, მგონი ქვაც კი აღარ დაგორავდა იტალიაში, მაგრამ ხომ იყო? რომ იყვნენ? ხომ ქმნიდნენ დიდ გუნდსა და დიდ თამაშებს... “მილანი“ იმ კალიბრის გუნდი არასოდეს ყოფილა, თაობათა ცვლას რომ ვერ გაუძლოს, მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან კი, ახალი ნესტები და მალდინები? გახდება კი ელ შაარავი შევჩენკოსნაირი “გოლების მანქანა?“ – ეს კითხვები არამხოლოდ “მილანის“ ქომაგებს აწუხებს...
13:52 | 16 დეკემბერი, 2012
“ბარსას” ბუნდოვანი მომავალისანამ მთავარ სათქმელს ვიტყოდე, კატალონიის “ბარსელონას” ქართველი ქომაგები უნდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათ საყვარელ კლუბს მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, ესპანეთის პირველობაზე ბურთაობასთან დაკავშირებით არაფერი ემუქრება. თუმცა, რა მოხდება 4 წლის შემდეგ, ეს ჯერ არავინ იცის და ესპანეთის პოლიტიკაში არსებული სიტუაცია უფრო და უფრო იხლართება...
10:59 | 13 დეკემბერი, 2012
პლატინი და დეტექტორიძალიან უცნაური კაცია ეს მიშელ პლატინი. რომ ჰკითხო, ევროპულ ფეხბურთში სიახლეების დანერგვის პირველი ინიციატორი და წამახალისებელია, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, მასზე ძველმოდურ და “დროში ჩარჩენილ” ადამიანს იშვიათად თუ ნახავთ. ჯერ კიდევ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ, მიშელ პლატინიმ საჯაროდ დადო პირობა, რომ ტექნიკური საშუალებებით გოლების დაფიქსირების იდეის პირველი მებაირაღე იქნებოდა. ახლა კი ამბობს, რომ კარის ხაზზე დასაყენებელი დეტექტორები უეფას ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ საქმეში “გადაყრილი” 50 მილიონი ევრო, უმჯობესი იქნება, ფეხბურთის განვითარებას თუ მოხმარდება.
14:14 | 09 დეკემბერი, 2012
აინშტაინი, პელე და იბრაჰიმ ბააინშტაინიც ფიზიკოსი იყო და ნახალოვკელი თენგიზაც, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში სტუდენტებისთვის ქრთამის გამორთმევის მეტი არაფერი გაუკეთებია. პელეც ფეხბურთელი იყო და იბრაჰიმ ბაც... გასაგებია, რომ თავის საქმეში ყველა აინშტაინი და პელე ვერ იქნება, მაგრამ თუკი ადამიანი პელეობამდე ვერ მიდის და იცის, რომ ვერც ვერასოდეს მივა, იმდენი სინდის-ნამუსი ნამდვილად უნდა ჰქონდეს, რომ ფეხბურთის თამაშისას პელეს ფეხი არ მოსტეხოს. უნიჭობა დანაშული არ არის, მაგრამ აშკარად დიდი დანაშულია, როდესაც უნიჭო, მაგრამ ამბიციური ადამიანები, მათზე უფრო წარმატებულ კოლეგებს ცხოვრებას უმწარებენ. ამას გამართლება არა აქვს!
11:00 | 06 დეკემბერი, 2012
ქართული “კომენტატოროფობია”საქართველოში ბოლო წლებში სპორტული კომენტატორების დაცინვა-გაქილიკება ერთგვარ მოდად იქცა და სპორტის ცოდნაზე თავდადებული ადამიანების დიდი ნაწილი თავს “მოვალედ” რაცხს, რომ სადაც კი საშუალება მიეცემათ, იქ იძახონ, რომ “ქართველი კომენტატორები არაფრის აზრზე არ არიან”, “ფეხბურთელების გვარები ერთმანეთში ერევათ”, “ჩვენები რუს კომენტატორებთან რას მოვლენ...” და მისთანანი... აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ სვეტით არც არავის დაცვას ვაპირებ და არც ის მინდა იფიქროთ, რომ ვინმესთან მეგობრობა-ძმაკაცობამ ამაღებინა ხელში კლავიატურა.
13:00 | 02 დეკემბერი, 2012
მხოლოდ საქართველოშიმხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს გუნდი, რომელიც სულ აგებს, სულ უბედურ დღეშია, მაგრამ ამაში არავინ იყოს დამნაშავე. მხოლოდ საქართველოში შეიძლება, სპორტსმენმა ან სპორტსმენის ნათესავმა ჟურნალისტი სცემოს, აგინოს, პანღური უთავაზოს და ამისათვის ისევ ჟურნალისტი გამტყუნდეს, რადგან ამ ქვეყანაში ცნობილი ამბავია, რომ ქართულ სპორტს “ჟურნალისტები ღუპავენ”. მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ცენტრალურმა თავდამსმხელმა ეროვნულ ნაკრებში 3 წლის განმავლობაში ვერ გაიტანოს გოლი, მაგრამ შემდეგ თამაშებზე მაინც მიიწვიონ, რადგან ასეა საჭირო და ჩვენ ვერ ვხვდებით!
11:51 | 29 ნოემბერი, 2012
რაფას ახალი რომანიმას შემდეგ, რაც ლონდონის “ჩელსი” რომან აბრამოვიჩმა იყიდა, ლონდონურ კლუბს სკანდალი და მსოფლიოს ყურადღება არასოდეს მოკლებია. დღევანდელი “ჩელსი” ზეთისხილივით არის. ან ძალიან მოსწონთ ან ეჯავრებათ. ამ კლუბისადმი ნეიტრალურად განწყობილ ადამიანს იშვიათად თუ ნახავს კაცი. მაგრამ, “ჩელსის” მოძულეებიც ალბათ აღიარებენ, რომ აბრამოვიჩის ხელში, შედარებით ნაკლებად ამბიციური გუნდი, მსოფლიოს მეგა-გრანდად ჩამოყალიბდა და შარშან ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ, გუნდის ისტორიაში უკვე სულ ახალი ფურცელი გადაიშალა.
11:15 | 25 ნოემბერი, 2012
მომავლის არენა მომავლის გარეშებოლო დროს ცხინვალში დიდი გამოცოცხლებაა. როგორც იქნა, რუსეთიდან ჩასულმა ფულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთამდეც მიაღწია და ცხინვალში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყო. პირველ რიგში კი, ცხინვალის სტადიონის რეკონსტრუქციაა აღსანიშნავი. ცხინვალის ცენტრალური სტადიონი სამაჩაბლოს პირველი ომის შემდეგ, საწყობად იყო გადაკეთებული და ერგნეთის ცნობილ ბაზრობაზე შესატანი სხვადასხვა სახის პროდუქტები (ძირითადად ფქვილი და ბენზინი) ცხინვალის იავარქმნილ სტადიონზე ინახებოდა.
12:06 | 22 ნოემბერი, 2012
სპორტი და ქართული ღვინოწარმოიდგინეთ, შედიხართ ღვინის მაღაზიაში და დახლზე სხვა ღვინოებთან ერთად გხვდებათ ღვინო სახელწოდებით “მიხეილ მესხი.” შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ როდესაც სახელი “მიხეილ მესხს” ეტიკეტზე კითხულობ, აუცილებლად გაგიჩნდება სურვილი, გაიგო ამ ღვინის გემო და ასეთი ღვინით არც მესხისა და მისი თაობის ლეგანდარული ფეხბურთელების სადღეგრძელოს დაიზარებ...
13:25 | 18 ნოემბერი, 2012
პოკეროსანი ზლატანი და ბრიტანელთა ვაებაძლიერ მოწინააღმდეგესთან მისსავე სტადიონზე 4:2 მარცხი ნებისმიერი დონის ნაკრებისათვის დიდ უბედურებად ნამდვილად არ უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, როდესაც თამაში ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ასეთ შეხვედრებში ექსპერიმენტების ჩატარება მწვრთნელის პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდიდან ოთხივე გოლი ერთ ფეხბურთელს გააქვს. ყოველ შემთხვევაში, შვედეთი-ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მარცხი ალბათ ისეთ დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, ბრიტანელთა საამაყო გუნდის კარში პოკერი რომ არ შესრულებულიყო.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |