13:25 | 18 ნოემბერი, 2012
პოკეროსანი ზლატანი და ბრიტანელთა ვაებაძლიერ მოწინააღმდეგესთან მისსავე სტადიონზე 4:2 მარცხი ნებისმიერი დონის ნაკრებისათვის დიდ უბედურებად ნამდვილად არ უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, როდესაც თამაში ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ასეთ შეხვედრებში ექსპერიმენტების ჩატარება მწვრთნელის პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდიდან ოთხივე გოლი ერთ ფეხბურთელს გააქვს. ყოველ შემთხვევაში, შვედეთი-ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მარცხი ალბათ ისეთ დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, ბრიტანელთა საამაყო გუნდის კარში პოკერი რომ არ შესრულებულიყო.
13:09 | 13 ნოემბერი, 2012
იმედი სახელად ვინჩენცო“მოგვიტევეთ, სინიორ ვინჩენცო, რომ არ გვჯეროდა თქვენი. უნდა გაგვიგოთ... როდესაც ახალგაზრდა კაცი გუნდის მწვრთნელად ინიშნება, მოლოდინები, როგორც წესი, უფრო მცირეა, ვიდრე ასაკოვანი, ჭკუადამჯდარი და ცნობილი მწვრთნელის შემთხვევაში. ახლა კი ჩვენ ვამაყობთ თქვენით! იარეთ სულ წინ!” – სოციალურ ქსელში “ფიორენტინას” ერთ-ერთი ტიფოზის ეს წერილი ალბათ ყველაზე ნათლად ასახავს ფლორენციელი ტიფოზერიის ბოლოდროინდელ განწყობებს.
11:48 | 09 ნოემბერი, 2012
“ჩემი გუნდის” სინდრომიმიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირების მიზეზს ახლო ან შორეულ მომავალში ვერ ხედავს, ფაქტია, რომ საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, მაინცა და მაინც “ტკბილი” ურთიერთობა არ უნდა იყოს. ამაზე თუნდაც ზვიად სიჭინავას სიტყვები მეტყველებს. მისი თქმით, ლევან ყიფიანმა სფფ-ს შეფს “საკუთარ სინდისში ჩახედვისაკენ და ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისაკენ” მოუწოდა.
13:03 | 04 ნოემბერი, 2012
ცოტნე, პაოლო და ვან ბასტენის კოჭი“ცოტნე გმირია, დიდებული გმირი ოღონდაც... თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს. ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლი გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...” შოთა ნიშნიანიძის დაწერილი ეს მშვენიერი ლექსი ყოველთვის მახსენდება, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ ერთ საოცარ ამბავს ვიხსენებ. ეს ამბავი დიდ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, მარკო ვან ბასტენს უკავშირდება, რომელმაც “მილანში” მთელი ეპოქა შექმნა და კოჭის მძიმე ტრავმა რომ არა, ალბათ, კიდევ ბევრჯერ გადარევდა ფეხბურთის ქომაგებს.
11:32 | 01 ნოემბერი, 2012
ნაღვლიანი “ბორბა”ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, თბილისში ჩამოსული უზბეკი ჟურნალისტი გავიცანი. სახელად გენდი, რომლებსაც რუსები გენას ეძახდნენ, ქართველები კი გენადას. ჩვეულებრივი ტიპური შუააზიელი ბიჭი იყო. წყნარი, ერთთავად ღიმილიანი და სხვისი საუბრის მოსმენის მოყვარე. საუბარი ფეხბურთზე როდესაც ჩამოვარდა, გენდის ქართველი მასპინძელი საბჭოთა კავშირის დროინდელ ფეხბურთზე ალაპარაკდა და რა თქმა უნდა, ძველი თბილისის “დინამოს” ქებასაც მოჰყვა.
13:04 | 28 ოქტომბერი, 2012
“წინაპრები” და “შთამომავლები”ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ქართველები, წარმოშვებით, შესაძლებელია, ეგვიპტელები ვიყოთ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ერთა დიდი მიგრაციის დროს, კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ნაწილი და მათ შორის ქართველების უძველესი წინაპრებიც, აფრიკიდან გადმოსახლდნენ. მოდით, მთლად ნუ ჩავუღრმავდებით ამ თეორიას, მაგრამ თუკი ჯავახიშვილის მოსაზრებას სარწმუნოდ მივიჩნევთ, გამოდის, რომ 14 ნოემბერს, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, ჩვენს უძველეს წინაპრებს ვხვდებით და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იქნება, აფრიკის მრავალგზის ჩემპიონთან მატჩი “ჯვაროსნებისთვის”, წესით, დიდი გამოცდა უნდა იყოს.
11:48 | 25 ოქტომბერი, 2012
ჩუმჩუმელაპორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მთელი რუსეთი ფაბიო კაპელოზე აბოდებს და დითირამბებს უძღვნის. პატარა საქმე ხომ არაა, დაამარცხო გუნდი, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს... თან დაამარცხო რუსეთის ეროვნული ნაკრებით, რომელსაც ფაქტია, რომ “ცაში ვარსკვლავები” არასოდეს მოუწყვეტია. მოკლედ, მთელი რუსეთი დონ ფაბიოს ქება-დიდებაშია და თუკი რუსულ სპორტულ ვებგვერდებს ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ “ტკბილ მეზობლებს” მადაც ძალიან გახსნიათ და უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების გეგმებს აწყობენ. ვინ იცის, რა მოხდება ბრაზილიაში ორი წლის შემდეგ...
14:29 | 21 ოქტომბერი, 2012
რა ბედი ეწევათ “სამთავრობო გუნდებს”?!საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები ქართულ სპორტსაც შეეხო. რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი ჩვენი სამამულო სპორტისათვის, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და იმედია, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ცალკეული სახეობები უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება. მაგრამ, უმთავრესი, რაც ქართველ ქომაგებს აშფოთებთ, ეს სხვადასხვა სამინისტროების დოტაციაზე მყოფი იმ კლუბების ბედია, რომლებმაც ბოლო პერიოდში, გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. როგორც საქართველოს ახალმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, სპორტის განვითარებისთვის სასურველი არ არის სპორტული კლუბების სამინისტროების დოტაციაზე ყოფნა და სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებში სპორტული კლუბების დაფინანსება არ შედის.
11:30 | 18 ოქტომბერი, 2012
დათა- მობრძანდით დათა ბატონო. აგერ ლუდი ინებეთ და ამასობაში თქვენ რომ გიყვართ, ისეთ გებჟალიას მოგართმევთ. ისე, კი გამიკვირდა ფეხბურთის სანახავად რომ გამონახეთ დრო. - კაცმა უნდა გამოიყენოს დრო და არა დრომ კაცი. თან მთელი სამეგრელო ჩვენ ნაკრებში თამაშობს და არ იქნებოდა, ეს თამაში რომ არ მენახა. დამიჯექი აგერ გვერდით თუ კაცი ხარ და ამიხსენი, ვინ არიან ეს ბელორუსები და თუ გვჯობიან ამ ამბავში... - ნუ მიწყენთ დათა ბატონო და მართლა გვჯობიან მგონია. მეექვსე წუთზე პირველი გოლი გაგვიტანეს და ბურთი სულ მაგათ აქვთ. არ გვჯობიან აბა?! - მერე რას აკეთებს ჩვენი სამურზაყანოელი კაცი?... - ვისზე ბრძანებთ? - თემურზე კაცო, უფროსი რომაა ამათი. მწვრთნელიო თუ რაცხას რომ ეძახით.
13:43 | 15 ოქტომბერი, 2012
მთავარია გვჯეროდეს!საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ქართველი გულშემატკივრის ურთიერთობა ყველაზე მეტად, ალბათ მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ჰგავს. ერთმანეთის შესახებ ყველაფერი რომ იციან, ერთურთს რომ შეაბერდნენ და ათასში ერთხელ რომ იხსენებენ “ძველსა და კარგ დროს”. ასე იყო ფინეთში გამართული მატჩის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბევრი ამბობს - ყელში ამომივიდა ამათი წარუმატებლობა და ნაკრების თამაშს აღარ ვუყურებო, თითქმის მთელი საქართველო ტელევიზორებთან ვისხედით და თემურ ქეცბაიაზე არანაკლებად ვნერვიულობდით.
11:41 | 11 ოქტომბერი, 2012
მოიპოვებს კალაძე “ჩემპიონთა ლიგის თასს” მესამედ?თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა, ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე, სულ მალე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდება. ამას გარდა, კახა კალაძე ვიცე-პრემიერიც უნდა გახდეს. კახა პოლიტიკით დაინტერესების სურვილს ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვამდა, როდესაც მოქმედი ფეხბურთელი იყო და იგი არასოდეს მალავდა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში სურდა ჩართვა.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |