12:56 | 30 აგვისტო, 2015
“მილანის” ჭირ-ვარამირამდენიმე თვის წინ, იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა და “მილანის” გადარეულმა ტიფოზმა, ტიციანო კრუდელიმ, (რომელიცრატომღაც ყველას ერთი ჩვეულებრივი შეშლილი ტიფოზი ჰგონია და მის სხვა უნარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ) მეტად საგულისხმო რამ თქვა.
13:36 | 26 აგვისტო, 2015
დაუფასებელი ბორჯღალისპორტის გუნდურ სახეობებში თუ სადმე მეტ-ნაკლები წარმატება გვაქვს, ეს უწინარესად რაგბია. ამის ფონზე შეიქმნა დევიზი – “რაგბი ჩვენი თამაშია” – რთულია არ დავეთანხმოთ. ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის მოლოდინი და დღესდღეობით IRB—ის რეიტინგში მე-13 პოზიცია. სწორედ ასეთია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შედეგი. რაც უდავოდ საამაყოა.
13:22 | 23 აგვისტო, 2015
“რეიმსი” თბილისის “დინამო" და სხვებიჯაბა კანაკავა ფრანგულ “რეიმსში” ითამაშებს, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია, რადგან ფრანგული ლიგის დონე ჯაბასთვის ახალი დიდი გამოწვევა იქნება და უკრაინელებისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინაში დიდი ხნით სათამაშოდ დარჩენა ამბიციურ ფეხბურთელს ნამდვილად არ უნდა ეხალისებოდეს.
12:35 | 15 აგვისტო, 2015
იმედები სუპერთასის შემდგომთბილისში გამართულმა ევროპის სუპერთასის მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ისედაც ცნობილი ამბავი, რომ საქართველო ჭეშმარიტად საფეხბურთო ქვეყანაა და ჩვენს ხალხს სპორტის ეს სახეობა როგორც იტყვიან სისხლხორცეულად უყვარს. ეს ფაქტი წესით სიგნალი უნდა იყოს მათთვის, ვინც იძახდა, რომ ჩვენთან ფეხბურთი უნდა დამთავრდეს, ფეხბურთში ფული აღარ უნდა ჩაიდოს და მისთანანი... ფაქტი ერთია – საქართველოში ფეხბურთი უყვართ და თუკი პოლიტიკოსებს ჩვენი ხალხის გულის მოგება სურთ, უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ დროის, ენერგიისა და თანხების ჩვენს ფეხბურთში ჩადება ნამდვილად ღირს!
22:03 | 08 აგვისტო, 2015
მარადიული “ბოკა“ლათინური ამერიკის საკლუბო ფეხბურთის ისტორია ერთგვაროვანი და მუდმივად განვითარებადი არასოდეს ყოფილა და ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ფინანსურ ამბებში უნდა ვეძებოთ. წარმატებული კლუბები უფულობის გამო ხშირად იშლებოდნენ, გაყიდიდნენ ფეხბურთელებს ევროპაში და მეორე და მესამე ლიგებში დურთავდნენ ხოლმე თავს.
14:00 | 02 აგვისტო, 2015
რა თქვა გივი ამილახვარმაეიფორია ქართველისათვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ როდესაც მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭი იყარა, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, იღბლისგან მოძღვნილ მეტოქეებს მშვიდად და განსჯის უნარით აღსავსენი რომ შევხვედროდით. “იღბლისგან მოძღვნილსო” იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრების შემწე ერთადერთი იღბალი თუ შეიძლება იყოს, თორე სხვა მხრივ პატრონი რომ ჩვენს გუნდს არა ყავს, ამის დანახვასა და მიხვედრას რა უნდა?
14:42 | 26 ივლისი, 2015
“რივერ პლეიტი” - ლოცვით, იმედით და ნიჭითღამეა. მშვიდი, უშფოთველი თუ დარდიანი ძილით სძინავთ ქალაქებსა და სოფლებს, დაბებსა და დევნილთა ჩასახლებებს, ღარიბებსა და მდიდრებს. სძინავს ბუენოს აირესის დიდ ნაწილს უცნაურად ბოღმიანი ძილით და ალაგ-ალაგ თუ გაისმის ბარებიდან გამომავალი ტანგოს ჰანგები, რომელსაც მთვრალი ჯეელების ჩახლეჩილი ხმები ენაცვლება.
11:56 | 19 ივლისი, 2015
ფსევდოპატრიოტიზმი, რომელსაც შედეგი არ მოაქვსახლა, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით მიწყნარდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, უკვე შეგვიძლია კარგად გავიაზროთ თუ რა მოხდა თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” ორრაუნდიან შეხვედრაში და მართლაც დაძაბული საფეხბურთო ბატალიების მიღმა რა მოხდა ისეთი, რამაც ჩვენსა და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს შორის კინაღამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.
17:33 | 12 ივლისი, 2015
ლეო მესი და ბენიტო მუსოლინიჰიტლერის თანადგომისა და მხარზე ხელის ტყაპუნის მიუხედავად, ბენიტო მუსოლინიმ, იგივე “დუჩემ” შესანიშნავად იცოდა, რომ იტალიის მაშინდელ ფაშისტურ არმიას დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა საბერძნეთში და ბერძნები ასე ადვილად არ შეუშვებდნენ მის ჯარს ქვეყნის სიღრმეში. მუსოლინის მრავალრიცხოვანი მრჩევლებიც ურჩევდნენ ომის დაწყებამდე ჯარის გაძლიერებას, რადგან არსებული რესურსებით მოტივირებული (სამშობლოს როდესაც იცავ მოტივაცია ყოველთვის მაღალი გაქვს) მოწინააღმდეგე არაფერს დათმობდა.
12:45 | 12 ივლისი, 2015
სრული განუკითხაობა ვაკის პარკშიევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა Biletebi.Ge-ს სუსტმა სერვერმა მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო და მწყობრიდან მალევე გამოვიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და ბილეთების ონლაინ გაყიდვა კრახით დასრულდა.
14:45 | 05 ივლისი, 2015
"ცხინვალმა" ისტორია ევროპაში დაწერაჩვენი ქომაგებისათვის ყველა ქართული საფეხბურთო კლუბის წარმატება მნიშვნელოვანია და სასიხარულო. მით უმეტეს, თუკი ეს გუნდები იგებენ და ერთ ნაბიჯს დგამენ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალმა ვერ მოიგო და რუმინეთში გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ფრესაც დიდი წვალებით მიაღწია, მაინც ვფიქრობ, რომ ცხინვალელების მატჩი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველა ქართული კლუბის ერთად.