ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

12:15 | 28 დეკემბერი, 2014

2015 და მარადიული საქართველო

როდესაც საათი თორმეტს ჩამოჰკრავს და კიდევ ერთი ახალი წლის დამსწრენი გავხდებით, სინათლის შუქზე ჩვენს ხელში სხვადასხვა ფერის სასმისები დაიწყებენ ციალს.

ლევან სეფისკვერაძე

11:13 | 25 დეკემბერი, 2014

მარადონა ფორთოხლით

ალბათ ყველას გვინახავს უკვდავი ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია 8-9 წლის დიეგო მარადონა როგორ კენწლავს ბურთს. ალბათ ისიც გვინახავს, უკვე სიჭაბუკეში შესული დიეგო არგენტინელ ჟურნალისტს რამდენიმე სიტყვას რომ ეუბნება და ესპანური ენის ცოდნა სულაც არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ დიეგო თავის მომავალზე საუბრობს, ოცნების ასრულების დიდი იმედი აქვს და ფეხბურთის ჭეშმარიტი ვარსკვლავი გახდება.

ლევან სეფისკვერაძე

10:39 | 21 დეკემბერი, 2014

ჭილყვავები

ჭილყვავი— ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში.

ლევან სეფისკვერაძე

10:26 | 14 დეკემბერი, 2014

ღვინო და ფეხბურთი

არგენტინის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები გადაძველებულ, მაღალხარისხიან ღვინოს ჰგავს, რომელმაც დაძველების შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოწურა და თუ დროულად არ გაიხსნა და დაილია, შეიძლება სულ მალე კარგი ღვინის ნაცვლად ხელში გაფუჭებული და მრავალი დაავადებით გაძეძგილი უცნაური სითხე შეგვრჩეს. არადა სულ იძახიან გავხსნით–გავხსნითო, მაგრამ რატომღაც ეს შესანიშნავი ღვინო ისევ მარნის კიდეშია მიდგმული.

ლევან სეფისკვერაძე

12:00 | 11 დეკემბერი, 2014

ეჰ, ქალბატონო ლენა...

ლენა, გამოიტანე ქალო ის მხალეულობა და დააწყე ბარემ მაგიდაზე. ეყაროს ოხრად – თვალს უხარია“ – ბრძოლის ველზე გასული გენერალივით დაბაოტებდა ბატონი ანზორი მთავარ ოთახში და ბრძანებებს იძლეოდა.

ლევან სეფისკვერაძე

10:04 | 07 დეკემბერი, 2014

სპორტული ინვენტარის მაღაზიაში

– მობრძანდით, ბატონო. რას ინებებთ? აი სულ ახალი, ორიგინალი მაისურები გვაქვს მიღებული გერმანიიდან...

ლევან სეფისკვერაძე

13:23 | 04 დეკემბერი, 2014

პიეტროს გზა

გასული საუკუნის 50-იან წლებში, იტალიაში ცხოვრობდა ერთი უცნაური კაცი, სახელად პიეტრო რაპირი. ამ კაცის სახელი და გვარი ბუნებრივია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მისი საქმიანობა კი მართლაც რომ მრავლისმთქმელია.

ლევან სეფისკვერაძე

10:22 | 30 ნოემბერი, 2014

პოლ გასკოინი - უბედური და მარადიული!

მოდით ნუ ვიქნებით ბანალურები და ნუ ვიტყვით, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. ნურც იმას ვიტყვით, რომ კაცმა არასოდეს იცის ხვალ რა მოელის და ადამიანთა ბედის განსაზღვრა შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ, ან არაფერი ვთქვათ, მაგრამ ამით დიდი შეღავათი ნამდვილად არ მიეცემა ჩემი თაობის ჭეშმარიტ კუმირსა და მე თუ მკითხავთ, ბოლო დროის საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასქიონს, რომელიც ახლა ისეთ დღეშია ჩავარდნილი, რა გულქვა უნდა იყოს კაცი - მაინც შეეცოდება.

ლევან სეფისკვერაძე

11:29 | 27 ნოემბერი, 2014

მეფე და ფეხბურთელი

მეფე მეფე იყო მოხუცი, ბრძოლებით დაღლილი და გასავათებული. ქვეყნის დედაქალაქი ხელახლა მოეოხრებინა მომხვდურთ და ქვეყანას მომავალი კვლავ ბევრ ვარამს უქადდა. მეფეს ჰქონდა თავის ტანზე უფრო დიდი ხმალი, თავზე ეფარა უცნაური, არატიპური ქუდი და საფიქრალს მისცემოდა. საფიქრალი იყო არჩევანი. არჩევანი კი არც ისეთი დიდი იყო. მაგრამ ეს კითხვა მაინც უღრღნიდა გულს - საით წავიდე?

ლევან სეფისკვერაძე

10:08 | 23 ნოემბერი, 2014

ნაკრები ქეცბაიას შემდგომ...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო პერიოდი დასრულდა. ”ჯვაროსნების” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკა ბევრი შეხვდა და სიხარული კი ძალიან ცოტა. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა და ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვართ და სადაც ვართ. ქეცბაიას რბილად რომ ვთქვათ უცნაური და რთულად პროგნოზირებადი პერსონის შესახებ ჭორ-მართალს ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე მოვისმენთ, მაგრამ წარსულზე ბევრი ლაპარაკის პარალელურად არ იქნებოდა ურიგო, მომავალზეც რომ გვეფიქრა. მომავალზე, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია.

ლევან სეფისკვერაძე

10:32 | 16 ნოემბერი, 2014

საჩივარი

მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთან გამოგზავნილი ჩემი უკვე მეთორმეტე წერილია, აქედანვე გაფრთხილებთ, რომ არ ვაპირებ შევწყვიტო წერილების წერა იქამდე, სანამ ჩემს ქუჩაზე არსებული უმსგავსობა რა აღიკვეთება და იქამდე, სანამ დამნაშავეები სათანადოდ და სანიმუშოდ არ იქნებიან დასჯილნი.

<< პირველი<< წინა4041424344454647484950შემდეგი >>
0.236187