ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

14:45 | 05 ივლისი, 2015

"ცხინვალმა" ისტორია ევროპაში დაწერა

ჩვენი ქომაგებისათვის ყველა ქართული საფეხბურთო კლუბის წარმატება მნიშვნელოვანია და სასიხარულო. მით უმეტეს, თუკი ეს გუნდები იგებენ და ერთ ნაბიჯს დგამენ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალმა ვერ მოიგო და რუმინეთში გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ფრესაც დიდი წვალებით მიაღწია, მაინც ვფიქრობ, რომ ცხინვალელების მატჩი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველა ქართული კლუბის ერთად.

ლევან სეფისკვერაძე

10:57 | 28 ივნისი, 2015

პრობლემები კოპაზე

კოპა ამერიკის გათამაშების დაწყების პირველივე დღიდანვე არ წყდება მითქმა-მოთქმა და სკანდალები, რაც ამ გათამაშებას ყოველთვის თან ახლდა ხოლმე. პირველ რიგში ჯერ კიდევ გაურკვეველია ფინანსური პრემიების საკითხი და საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლებელია ტურნირის გამარჯვებული, ფინალისტი და მესამეადგილოსანი გუნდები (სულ 10 მილიონ ამერიკულ დოლარზეა საუბარი) პრემიალური თანხის გარეშე დარჩნენ. საქმე იმაშია, რომ კოპა ამერიკის სპონსორი ფირმა ფიფასთან დაკავშირებულ ცნობილ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა, რასაც მისი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა. ანგარიშებდაყადაღებული ფირმა კი არაფრის გადამხდელი რომ არაა – ეს უცხადესი ფაქტია.

ლევან სეფისკვერაძე

16:30 | 21 ივნისი, 2015

ღამისმთევლები

ფეხბურთის გამო ღამის მტეხავი ხალხი ყველგანაა. განსხვავებულია მათი ხელობა და ასაკი, წარმომავლობა და რჯული, ფიქრი და ინტერესები, მაგრამ ეს ადამიანები მაინც ერთნი არიან, რადგან მათ შეუძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც კი გვერდზე გადადონ, მოიკლონ ძილი, გააღიზიანონ ცოლები (ანდა ქმრები) გაიფუჭონ საქმე სამსახურში, მეორე დღეს ბლიტონ თვალები, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ, რადგან ამაყობდნენ იმით, რომ კარგი ფეხბურთის სანახავად არაფერს ერიდებიან. ეს ხალხი დიდებული ხალხია.

ლევან სეფისკვერაძე

15:55 | 14 ივნისი, 2015

აქტუალური სადღეგრძელოები

მოდით ტურინის “იუვენტუსის” ნაღდი ტიფოზების ალალ ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც ეგრე უხვად დაიღვარა პოლონეთის, იტალიის და ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიწაზე. ამ ცრემლებით არის, რომ “იუვენტუსის” გასაჭირი ბოლოს მაინც გადაილახა და ალეგრის ბიჭებმა აგერ ფინალშიც კი ღააღწიეს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? რა გინდა რომ მოიმოქმედო, როცა წინ ქარბორბალასავით ლათნოამერიკის საუკეთესო სამეული აგესვეტება? განა ადამიანის ძალას აღემატება ამ ქარბორბალას გადალახვა?!

ლევან სეფისკვერაძე

10:33 | 07 ივნისი, 2015

ბრაზილიელი რევოლუციონერი

ქალაქ კურიტიბასთან ახლოს, ბრაზილიის ერთ პატარა სოფელში, არაფრით გამორჩეულ ციცქნა სახლში ცხოვრობს კაცი, რომელსაც ფეხბურთში რევოლუცის მოხდენა აქვს განზრახული. “რევოლუცია” მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები როდია, ჟორჟე ამაირო ფიქრობს, რომ თანამედროვე ფეხბურთის “გაკეთილშობილების” მისია განგებამ სწორედ მას დააკისრა და ისიც ჭაპან-წყვეტით, მაგრამ მაინც ეზიდება ამ “მძიმე ტვირთს”.

ლევან სეფისკვერაძე

11:31 | 31 მაისი, 2015

როგორ შევულოცოთ ფიფას

ქვაბი უნდა იყოს სპილენძის, რადგან მხოლოდ სპილენძი გაუძლებს იმას, რის მოხარშვასაც ამ ქვაბში ვაპირებთ. პირველ რიგში ავიღოთ სამხრეთკორეული დედალი დრაკონის ქერცლი და სევასტოპოლური თეთრი მელიის კუდის ნახარშში ჩავამატოთ “დნიპროს” აცრემელებული” ქომაგების ცრემლები, სევილიური ხარის სისხლი, ყატარული ფორთოხლის ქერქი, შემოვდგათ რუსულ გაზზე და ვურიოთ ფრანგული მუხის ხის კოვზით. თან მალიმალ ვახსენოთ სიტყვები ჯადო-ესე: ალაჰანდე ბლატერ, ჰანაჰადე ქრთამი, არცხონება კოლოსკოვ, სულის ტკივილი აველანჟ! როდესაც კერძი წამოდუღდება, ჩავუმატოთ მგლის ქონი, მარადონას 2 ფოტოსურათი 3X4-ზე, ვან ბასკენის კოჭი და სასაჩუქრო შეფუთვაში საფეხბურთო კლუბ “ლინფილდის” მაისური. ბოლოს ყაზახურ მარილთან ერთად მოვაყაროთ ბრაზილიური პლაჟის ქვიშა და გადმოვდგათ რუსული გაზიდან.

ლევან სეფისკვერაძე

10:42 | 28 მაისი, 2015

იმედიანი დიალოგი

- მორჩა! დამთავრდა! ამომივიდა ყელში ეს ყალბი იმედი და მუდმივი მოლოდინი, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ხვალვე უნდა შევიტანო საელჩოში განაცხადი და აქედან უნდა წავიდე. ყველაფერს აქვს საზღვარი!

ლევან სეფისკვერაძე

10:34 | 24 მაისი, 2015

რამდენიმე ძველი თბილისური ამბავი

თბილისში სპორტი ყოველთვის უყვარდათ და ამ ქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობა მუდამ სარგებლობდა დიდი ინტერესითა და პოპულარობით. შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ თბილისურ კრივზე, რომელიც სხვადასხვა ქვე–სახეობებად იყოფოდა და მას ძირითადად ქალაქის დაბალი ფენის ჯეელები მისდევდნენ. ხშირად კრივი უბანი–უბანზე ჩხუბს უფრო მოგაგონებდათ და ამ ცემა–ტყეპაში გამარჯვებულის გამოვლენაც კი რთული საქმე იყო ხოლმე, მაგრამ გამორჩეულ მოკრივეებს ქალაქი ყოველთვის დიდად აფასებდა და უბნის ყოჩები ამ მხრივ პატივისცემით სარგებლობდნენ. ერთხელ თბილისურ კრივში ვაჟა-ფშაველაც კი ჩაება, რომელმაც საკმაოდ კარგად იჩხუბა და ბევრ თბილისელს მოაწონა თავი.

ლევან სეფისკვერაძე

11:05 | 21 მაისი, 2015

“ზებრების“ სამართალი

ალვარო მორატას შესანიშნავად ახსოვს ის დღე და ის წუთი, როდესაც მადრიდის “რეალის“ საწვრთნელი ბაზის კარი გამოიხურა და უკანმოუხედავად დატოვა ადგილი, რომელზე ადრე მთელ იმედსა და მომავლის გეგმებს აგებდა. მორატამ მაშინ ნათლად დაინახა, რომ ბობოლა კლუბების უმეტესობაში ადამიანი და პერსონა არაფერს ნიშნავს და ყველანი მხოლოდ ერთი დიდი ძრავის ჭანჭიკები არიან.

ლევან სეფისკვერაძე

11:36 | 17 მაისი, 2015

ჯარისკაცი მიკოლა

რომ არა გაუსაძლისი ტკივილები, მიკოლა ალბათ ადრევე შეძლებდა საავადმყოფოს ვესტიბიულში ჩაპარვას, მაგრამ მოკვეთილი ფეხის გამო იმ დღეს ძლიერი ტკივილები ჰქონდა და რამდენჯერაც წამოდგომა დააპირა, იმდენჯერ სახედაღრეჯვით ჩამოჯდა საწოლზე.

ლევან სეფისკვერაძე

10:38 | 10 მაისი, 2015

მესის ქარიშხალი

ქარი აბა ვის უკვირს? ქარი ხომ ყველგანაა... მაგრამ, ყველა ქარი ერთნაირი როდია? აბა როგორ უნდა შეადარო იმერეთის გაზაფხულის საამო სიო, უდაბნოს ხორშაკ ქარებს? ანდა როგორ გინდა ერთად ახსენო ზაფხულის ბათუმში, საღამოს ზღვიდან მობერილი ქარი და დიდიდიღმური ქარაშოტი? ერთი და უმთავრესი კი მაინც ალბათ ისაა, რომ ყველა ქარი მაინც ქარია და ყველა ქარს აქვს არსებობის უფლება.

<< პირველი<< წინა3637383940414243444546შემდეგი >>
0.234765