|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
11:47 | 22.11.2010 22 ნოემბერი
1943. დაიბადა ბილი-ჯინ კინგი. ქალთა ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. სხვადასხვა თანრიგში 20-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონის ტურნირი ...
| |
11:42 | 21.11.2010 21 ნოემბერი
1950. დაიბადა ალბერტო ხუანტორენა. კუბელი მძლეოსანი. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 400 და 800 მეტრზე გარბენი მოიგო. 800 მეტრ გარბენზე მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა. ეს 1976 წელს, მონრეალში ...
| |
10:55 | 20.11.2010 20 ნოემბერი
1926. დაიბადა ვახტანგ ბალავაძე. “ჭიდაობის პროფესორად” წოდებული ლეგენდარული ქართველი ფალავანი. 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957) და ვერცხლის პრიზიორი (1959). ახალგაზრდობის ...
| |
10:39 | 19.11.2010 19 ნოემბერი
1969. პელემ (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) ოფიციალურ მატჩებში თავისი მე-1000-ე გოლი გაიტანა. ეს მან პენალტით, “ვასკო და გამასთან” შეხვედრისას შეძლო. 1000 გოლის გასატანად, პელეს 909 შეხვედრის ...
| |
10:18 | 18.11.2010 18 ნოემბერი
1964. თბილისის “დინამომ” ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო ...
| |
10:34 | 17.11.2010 17 ნოემბერი
1986. დაიბადა ნანი (ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია). პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების, ლისაბონის “სპორტინგისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 2008 წლის საკლუბო ...
| |
10:22 | 16.11.2010 16 ნოემბერი
1955. დაიბადა ექტორ რაულ კუპერი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას (ამპლუით მცველი) გამოდიოდა “ფერო კარილ ოესტესა” და “ურაკანში”. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა ...
| |
11:58 | 15.11.2010 15 ნოემბერი
1921. დაიბადა ნოდარ ჯორჯიკია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა და “დინამოში”, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ამპლუით მცველი (192 სმ). ჰელსინკის 1952 ...
| |
10:19 | 14.11.2010 14 ნოემბერი
2006. 35 წლის ასაკში აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება ხოსეპ გვარდიოლამ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი (1990-2001) “ბარსელონაში” გაატარა და კატალონიელებთან ...
| |
10:59 | 13.11.2010 13 ნოემბერი
1943. დაიბადა რობერტო ბონინსენია. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “კალიარის”, მილანის “ინტერის” (1969-76), “იუვენტუსის” (1976-79), “ვერონას” ფორვარდი. მსოფლიოს ...
|
|
 |
|