ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:57 | 11.01.2011

011 იანვარი

1941 – დაიბადა გერსონი (ნუნიეს დე ოლივეირა გერსონი). ბრაზილიური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰავბეკი. გამოირჩეოდა ფილიგრანული ტექნიკითა და უზუსტესი პასებით. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. ...

10:43 | 10.01.2011

010 იანვარი

1946 – დაიბადა რობერტ გადოხა. 1960-70-იანი წლების პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების მარცხენა გარემარბი. ითვლება პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა თავდამსხმელად. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ...

10:56 | 09.01.2011

09 იანვარი

1957 – დაიბადა ვიტალი დარასელია. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. ჩაატარა საკავშირო პირველობის 192 (26 გოლი), საერთაშორისო 56 (მათ შორის ევროთასების ...

10:37 | 08.01.2011

08 იანვარი

1973 – დაიბადა ლევან ცაბაძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე. 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი (12-ში კაპიტნად, 10 ლელო). 2001 წლის ერთა თასის მფლობელი ...

10:37 | 07.01.2011

07 იანვარი

1990 – დაიბადა ელენე გედევანიშვილი. საუკეთესო ქართველი მოციგურავე. ელენემ ქართველთაგან პირველმა, მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება. ეს 2010 წელს მოხდა. 2003 და 2004 წლებში ...

11:05 | 06.01.2011

06 იანვარი

1939 – დაიბადა ვალერი ლობანოვსკი. უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის ”დინამოში” (1958-64), ოდესის ”ჩერნომორეცსა” (1965-66) და დონეცკის ”შახტიორში” ...

10:42 | 05.01.2011

05 იანვარი

1968 – ლეილა მესხი. პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი  და ოლიმპიადის პრიზიორი საქართველოში. 1990-91 წლებში მსოფლიოს უძლიერესთა ოცეულში შედიოდა და ერთ მომენტში პირველ ათეულშიც დაიმკვიდრა ადგილი. ...

11:06 | 04.01.2011

04 იანვარი

1949. დაიბადა ფირუზ კანთელაძე. თბილისის “დინამოს” მცველი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1976 - 1979 წლებში დაეუფლა საკავშირო თასს. საკავშირო პირველობათა ვერცხლისა და ბრინჯაოს ...

11:43 | 03.01.2011

01-3 იანვარი

მნიშვნელოვანი ფაქტები 1 იანვარი 1838. ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში “მწვანე კონტინენტზე” პირველი ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდა ცხენოსნობაში. 2010. იაპონიის იმპერატორის სა¬ფეხბურთო ...

15:00 | 02.01.2011

02 იანვარი

1948. დაიბადა გივი ნოდია. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1970 წლის ...

1.435742