| | |
|
13:54 | 28.09.2020 ანდრეა პირლო: "ნაბიჯი უკან გადავდგით, მაგრამ ჩემი გუნდი შენების პროცესშია"
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „რომასთან“ (2:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, იცოდა, რომ მის გუნდს სირთულეები ექნებოდა, რადგან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ.
| |
16:58 | 26.09.2020 ანდრეა პირლო: 'ჩემი გუნდი მშიერია"
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს მეორე ტურში „რომასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი გუნდი ძველებურად მოტივირებული და მშიერია.
|
|
01:49 | 23.09.2020 ოფიციალურად: ალვარო მორატა "იუვენტუსის" ფეხბურთელია
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი „იუვეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო მადრიდის „ატლეტიკომ“ 10 მილიონი ევრო მიიღო.
| |
21:35 | 21.09.2020 ალვარო მორატა დღეს ტურინში ჩავა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის
ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას იბრუნებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ესპანელს დღეს ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ტურინის კაზელეს აეროპორტში ელოდებიან.
|
|
16:10 | 21.09.2020 "იუვენტუსი" ალვარო მორატას დაბრუნებაზე მუშაობს
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. როგორც გამოცემა As-ი წერს, ფორვარდის ძიებაში მყოფი იტალიელები მადრიდელებს წინადადებით მიმართავენ.
| |
11:02 | 21.09.2020 ანდრეა პირლო: "ჩემი იდეები მაქვს და არ მინდა ვინმეს მივბაძო"
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მას თავისი იდეები აქვს და არ სურს, რომ ვინმეს მიბაძოს. ...
|
|
01:16 | 21.09.2020 ანდრეა პირლოს უშეცდომო დებიუტი და ლაღი "იუვენტუსი"
იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონი ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო, კვირას კი საქმეში ჩემპიონი „იუვენტუსი“ ჩაერთო და ანდრეა პირლოს ოფიციალური დებიუტიც შედგა.
| |
14:44 | 18.09.2020 ოფიციალურად: "იუვენტუსმა" იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტა
„იუვენტუსი“ გონსალო იგუაინმა დატოვა. ტურინელთა ვებგვერდის ცნობით, 2021 წლის ზაფხულამდე ძალაში მყოფი კონტრაქტი მხარეების შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ამრიგად, არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდა.
|
|
19:24 | 17.09.2020 სუარესის "იუვენტუსში" ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს
ტურინის „იუვენტუსისა“ და ლუის სუარესის ისტორია გრძელდება. ურუგვაელმა ფორვარდმა დღეს „ბარსელონაში“ ივარჯიშა, შემდეგ კი პერუჯაში იტალიური ენის გამოცდის ჩასაბარებლად გაემგზავრა.
| |
20:43 | 16.09.2020 ხედირამ ვარჯიში განაახლა
გერმანელმა ფეხბურთელი სამი ხედირამ ვარჯიში განაახლა. ნახევარმცველს გასული სეზონი ფაქტობრივად გაუცდა, რადგან ტრავმირებული იყო და რეაბილიტაცია გადის. ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით გუნდმა ვარჯიში დღეს ჩაატარა ...
|