11:06 | 23 ნოემბერი, 2009
ჟოზეს გულიარამხოლოდ ევროპის, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც კი, ძალიან ძნელია პორტუგალიის მსგავსი უცნაური ქვეყანა ნახოთ. შესანიშნავი მდებარეობისა და საკმაოდ დიდი კოლონიური წარსულის ქვეყანა მაშინაც კი არ იყო მდიდარი, როდესაც პორტუგალიის დროშიანი კარაველები და ფრეგატები ოკეანეს კიდით-კიდამდე სერავდნენ და გეოგრაფიული აღმოჩენები აღმოჩენებს მისდევდა. ლისაბონის საშინელ მიწისძვრამდეც კი, საყოველთაო გაჭირვება პორტუგალიაში იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ დღესაც, როდესაც პორტუგალია ევროკავშირის ფართო კალთებქვეშაა შეფარებული, ყველა აღიარებს, რომ ევროპის ეკონომიკურ “ყულაბაში” პორტუგალიას ბევრი არაფერი შეაქვს და რომ არა ამ ქვეყნის ნაღდი ევროპულობა, ვინ იცის, პორტუგალიელებს, ეგებ, ჩვენს მსგავსად, დღემდე “მაპებზე” ან “მაპზე უკეთესებისათვის” ებრძოლათ.
10:15 | 20 ნოემბერი, 2009
სლოვენია მსოფლიოს ნაწილია! რუსეთი?ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი რომ იყოს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ყველა ფინალი ინდოეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის გაიმართებოდა. როდესაც ფეხბურთზეა ლაპარაკი, მხოლოდ მშიშარა და რეგრესისტ ხალხს თუ აფრთხობს ის, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე “ვერზილა” ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ლამის 150 მილიონს აღწევს. ვისაც ასეთი სტატისტიკა არაფრად მიაჩნია, ისინი უზარმაზარი რუსეთისა და ციცქნა ჰოლანდიის ნაკრებებს ერთნაირი ჯიგრით ეთამაშებიან და რამე რომ იყოს, წირვასაც გამოუყვანენ.
11:28 | 16 ნოემბერი, 2009
ქართულ-სომხური ოცნებარამდენიც არ უნდა დამალო და საპირისპირო ამტკიცო, ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირისადმი და ყოველგვარი საბჭოურისადმი ნოსტალგია, საქართველოში ძალიან ბევრს აქვს. ამ “ძალიან ბევრში” ბუნებრივია, რომ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები არ იგულისხმებიან და შედარებით ახალ თაობაშიც (ბუნებრივია, წინა თაობის გავლენით) ფესვგადგმულია აზრი, რომ: “ადრე უკეთესად ვცხოვრობდით”, “უფრო ბევრ ფულს ვშოულობდით” და რაც მთავარია, “ფეხბურთის თამაშიც უკეთ გამოგვდიოდა”.
19:59 | 13 ნოემბერი, 2009
მძიმე ტვირთისაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, 17-წლიანი არსებობის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელი 17-ჯერ გამოიცვალა. ახლადდანიშნული თემურ ქეცბაია, უკვე მე-18 მწვრთნელია. ანუ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს წელიწადში საშუალოდ 1 ახალი მთავარი მწვრთნელი გამოსდით.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |