15:12 | 01 ივლისი, 2012
მწუხარე სახის რაინდი- ხედავ ავსულებს როგორი ლხინი გაუმართავთ ჩემო მეგობარო სანჩო. ლამაზი ასულებიც რომ დაუტყვევებიათ... როგორ გოდებენ საბრალონი... - ავსულებს სად ხედავ ჩემო ბატონო. ესენი ხომ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები არიან. ეს ლამაზი გოგონები სულაც არ ტირიან. ფეხბურთის ქომაგები არიან და თამაშისათვის ემზადებიან. სახეებიც უცინით. - აი ხომ ხედავ სანჩო. ბოროტმა ძალებმა შენც თავგზა აგიბნიეს და ავსულები გულშემატკივრებად გეჩვენება. ამ ციხის ქონგურებს შეხედე, სისხლში ამოსვრილი დროშები რომ აუფრიალებიათ. - ეგ ხომ ”სანტიაგო ბერნაბეუა”. გულშემატკივრები სტადიონზე შედიან, ესპანეთი-იტალიის ფინალს დიდ ეკრანზე ერთად რომ უყურონ. გავეცალოთ აქაურობას ჩემო ბატონო. გულშემატკივრები აგრესიული ხალხია და რამე რომ ვაწყენინოთ, შეიძლება იმაზე უარს დაგვმართონ, რაც გასულ კვირას ფუნდუკში გვიქნეს.
17:18 | 28 ივნისი, 2012
ტოსკანელი ახმახი”გამაგიჟებს ეს ბავშვი. სათამაშოები ამას არ უყვარს და ველოსიპედი. დღე და ღამე ბურთს დასდევს. ან დასდევდეს მაინც... აქაოდა ყველაზე მაღალიაო, უბნის დიდ ბავშვებს ჩაუყენებიათ კარში, უბრახუნებენ ბურთს და სულ დაჟეჟილ-დაბეგვილი აქვს გვერდები. შემოირბენს სახლში ათი წუთით, შესანსლავს პიცას და გარბის უკან. არ ვიცი, მაგის სკოლის მასწავლებლებს როდემდე უნდა ვემალო. წიგნი ბოლოს როდის გადაშალა - აღარც კი მახსოვს“ – საკუთარი შვილის “უსაქციელობაზე“ ხშირად ეწუწუნებოდა ლორენცო ბუფონი თავის მეგობრებს. ლორენცოს მეგობრებს რა უჭირდათ? ერთის შვილი მათემატიკის კოლეჯში სწავლობდა, მეორესი ვიოლინოს წრეზე დადიოდა. მოკლედ, აწყობილი ჰქონდათ ცხოვრება. გადარეული პატარა ჯიჯი კი ეზოში ათენ-აღამებდა და თავპირდასისხლიანებული ბრუნდებოდა სახლში.
12:54 | 24 ივნისი, 2012
გოლეადორიევროპის ჩემპიონატის თანმხლები საზეიმო განწყობილება ფეხბურთის ქართველ ქომაგებს დიდი ფეხბურთელის - რამაზ შენგელიას 55 წლის ასაკში გარდაცვალებამ გაგვიუფერულა. სამწუხაროდ, იმ თაობას განვეკუთვნები, რომელსაც არ ღირსებია და შესაბამისად, არ ახსოვს რამაზ შენგელიას და მისი თანაგუნდელების თამაშის ”ცოცხლად” ნახვა. ჩვენ, ძირითადად, მოყოლილი ამბებითა და ვიდეოჩანაწერებით ვსაზრდოობდით და გაჭაღარავებული ძველი დინამოელები ჩვენთვის ერთგვარ თვალშეუდგამ ლეგენდებად ითვლებოდნენ.
12:23 | 21 ივნისი, 2012
არაღიარებული სიხარულიროგორც ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხშირად ამბობს ხოლმე, ”მოდით პირდაპირ ვთქვათ” – საბერძნეთის ნაკრები დიდი ვერაფერიშვილი გუნდია. ბრძოლა და მოწინააღმდეგეებისათვის წვივების აწითლება ბერძნებს აქამდეც კარგად გამოსდიოდათ და ამ მხრივ არც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენიათ თავი. ყისმათიც ძველებურად მოსდგამთ და მათ მწვრთნელსაც თავში სულ კაი-კაი აზრები დაუდის, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებთ იმას, რომ ელადელები რაღაცნაირ, გულმიუვალ, ჩუმჩუმელურ ფეხბურთს თამაშობენ.
20:58 | 17 ივნისი, 2012
სამედიცინო დასკვნასახელი: მარიო გვარი: ბალოტელი ეროვნება: იტალიელი კანის ფერი: მუქი (აფროევროპული) ასაკი: 21 წლის (თუმცა, შესაძლოა, ნამდვილ ასაკს მალავდეს) სიმაღლე: 190 სანტიმეტრი წონა: 88 კილოგრამი პროფესია: ფეხბურთელი თვალის ფერი: შავი, ნაცრისფერში გადასული ხასაითი: უჟმური, გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი ჰობი: ჩხუბი, გინება, სტრიპტიზ-ბარებში ჯდომა, გულშემატკივრებისათვის ნერვების მოშლა საყვარელი გამოთქმა: ”ვინც ჩემზე ცუდს იტყვის, კისერს მოვუგრეხ!” საყვარელი გმირი: სუპერმენი, სუპერმარიო ოცნება: იყოს ყველაფერში პირველი
11:23 | 14 ივნისი, 2012
ის დაბრუნდა!”თავიდანვე მივხვდი, რომ ის ძალიან დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ ყველას გვჩრდილავდა” – კენ კიზის ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაში” ინდიელი ბრომდენის მიერ მაკმერფის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები მაშინ გამახსენდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, უკრაინა-შვედეთის მატჩის დროს, ანდრეი შევჩენკო დავინახე. ანდრეი დიდი რომ იყო, ეს ნებისმიერმა ფეხბურთის მოყვარულმა ვიცოდით, მაგრამ გამოვიდა მინდორზე და ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ის ძლვემოსილად ბრუნდებოდა და ნამდვილი ბომბარდირი ყოველთვის ბომბარდირი იქნება!
14:51 | 10 ივნისი, 2012
ვლასივლასი მაღალი ბიჭი იყო. ქერა, მუდამ მხიარული და სიტყვაუხვი. მოკლედ, ნამდვილი უკრაინელი. დედაც უკრაინელი ჰყავდა, მაგრამ აქ გაზრდილი და ქართული კულინარიის სიტკბოებაში ჩაფლული. ”ცამოდით ცემტან, დგეს ხაჩაფური აცხობს დედა”, – გვეტყოდა ხოლმე ბიჭებს და თუ მივიდოდით, ვიცოდით, რომ დეიდა ლენა მართლა გემრიელ რამე-რუმეებს დაგვახვედრებდა. ლიმონათსაც კი სახლში აკეთებდნენ და დღემდე მახსოვს მათთან დალეული ჟოლოს შინაურული ლიმონათის გემო. მხოლოდ ვლასი და ერთი სერბი ბიჭი იყვნენ ჩვენს გარშემო კიევის ”დინამოს“ გულშემატკივრები.
16:35 | 03 ივნისი, 2012
დიდ მოლოდინში...ვინც არ უნდა იყო შენ... იტალიის ქომაგი თუ ესპანეთზე შეყვარებული ინჩასი, ინგლისური ფეხბურთის მოტრფიალე თუ გერმანიის ნაკრების სიხარულით მცხოვრები ადამიანი; არა აქვს მნიშვნელობა ტანს ნიდერლანდებივით ნარინჯისფრად შეიმოსავ თუ ”მარსელიოზას” მოსმენისას მოგეძალება დარდი; იქნებ, პოლონეთის ნაკრების ქომაგი იყო, ან სულაც უკრაინას გულშემატკივრობდე, ძველი მეგობრობისა და წარსული ტკბილი მოსაგონარის ხათრით... მოკლედ, თუ გიყვარს ფეხბურთი და თუ ცოცხლობ მისით, ვიცი, რომ მალე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნები. 8 ივნისს ხომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება!
11:11 | 31 მაისი, 2012
იტალიელები კორუფციას ვერაფერს უხერხებენძნელად წარმოსადგენია ევროპული ფეხბურთი იტალიის გარეშე. იტალიური კლუბები და ”სკუადრა აძურა” ხომ ათწლეულების მანძილზე ევროპული ფეხბურთის მთავარ ავანგარდში იდგნენ და მათ მიერ მოპოვებულია არაერთი ტიტულიც ცხადყოფს, რომ იტალიური ფეხბურთი ”ბებერ კონტინენტზე” ყოველთვის განსაკუთრებული იყო. თუმცა, ბოლო წლების მანძილზე რაც ”კალჩოში” ხდება, მხოლოდ ერთი სიტყვით: ”რეგრესით” ვერ აიხსნება.
16:20 | 26 მაისი, 2012
დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება!დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ქვეყნისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სამი რამისთვის იბრძოდა: დამოუკიდებლობისათვის, ქვეყნის ერთიანობისათვის და საკუთარი ხმის მიწვდენისათვის მთელი მსოფლიოსთვის. ჯერ რუსული ცარიზმის, შემდეგ კი განსაკუთრებით ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში, მილიონობით ქართველი ოცნებობდა იმაზე, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო არენებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსულიყვნენ.
11:00 | 24 მაისი, 2012
ორი ჯენტლმენი წარსულიდან- ასეთ დროს, ლონდონში ბარები ყოველთვის ხალხითაა სავსე. ცარიელ ბარს მაინც როგორ მოაგენით ჰოლმს? - უბრალო ამბავია. ჩვენ ახლა ტოტენჰემის ბარში ვართ. აქ ”ჩელსის” ქომაგობით არავინ შეიწუხებს თავს. პირიქით... - ეს როგორ? რა კავშირშია ”ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ფინალთან? - როგორ და, თუ ”ჩელსიმ” ჩემპიონთა თასი აიღო, ”ტოტენჰემი” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. აბა ეგ აქ ვის აწყობს მისტერ უოტსონ? - თქვენ ფეხბურთი არასოდეს გიყვარდათ ჰოლმს და დღეს რატომ აიტეხეთ ფინალის საცქერლად აქ წამოსვლა?