11:00 | 24 მაისი, 2012
ორი ჯენტლმენი წარსულიდან- ასეთ დროს, ლონდონში ბარები ყოველთვის ხალხითაა სავსე. ცარიელ ბარს მაინც როგორ მოაგენით ჰოლმს? - უბრალო ამბავია. ჩვენ ახლა ტოტენჰემის ბარში ვართ. აქ ”ჩელსის” ქომაგობით არავინ შეიწუხებს თავს. პირიქით... - ეს როგორ? რა კავშირშია ”ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ფინალთან? - როგორ და, თუ ”ჩელსიმ” ჩემპიონთა თასი აიღო, ”ტოტენჰემი” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. აბა ეგ აქ ვის აწყობს მისტერ უოტსონ? - თქვენ ფეხბურთი არასოდეს გიყვარდათ ჰოლმს და დღეს რატომ აიტეხეთ ფინალის საცქერლად აქ წამოსვლა?
11:04 | 21 მაისი, 2012
ვოლფგანგ შტარკი და ხევისბერიბოლო დღეებში, მთელი გერმანული სპორტული პრესა გადაძეძგილია დიუსელდორფის ”ფორტუნასა” და ბერლინის ”ჰერტას“ მატჩის განმსჯელი გერმანელი მსაჯის - ვოლფგანგ შტარკის მოთქმა-წუწუნით. როგორც ამბობენ, ჰერ ვოლფგანგი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა გატყიპეს და სამწუხაროა, რომ მსაჯის მცემელთა შორის, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილიც მოიხსენიება. მსაჯის ცემა გერმანიაში უბრალო დანაშაულად არ ითვლება და რამდენიმე დღეში, დამნაშავე ფეხბურთელებს გერმანული ფეხბურთის დისციპლინარების გარდა, განაჩენს სამოქალაქო სასამართლოც გამოუტანს.
10:58 | 17 მაისი, 2012
ჩვენი ვარამი – მარიუშ ავრამი!მარიუშ ავრამი – ეს სახელი ალბათ კიდევ დიდ ხანს ემახსოვრება ქართველ გულშემატკივარს. ჩვენი ქომაგების ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხშირად ”სპილო ბუზად უქცევიათ“, მაგრამ ის, რაც რუმინელმა მსაჯმა, მარიუშ ავრამმა 17 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩაიდინა, ნამდვილად დიდი არაპროფესიონალიზმი და უფრო მეტიც - უსინდისობა იყო!
10:52 | 14 მაისი, 2012
მატარებელშისოხუმისაკენ მიმავალი სუპერ-ჩქაროსნული მატარებლის კუპეში ოთხნი ვსხედვართ. მატარებელი ზღვის ნაპირის გასწვრივ საშინელი სისწრაფით მიჰქრის და სანაპიროზე დარგული პალმები მოჩვენებებივით გაიელვებენ ხოლმე მატარებლის ფანჯრიდან. მაისის წვიმიანი დღეა. ჩემს წინ მჯდომი ქუთაისელი ასაკოვანი კაცი სპორტულ გაზეთს კითხულობს და თან კითხვებით გვაბრუებს. “ცხუმს“ 1:0 ქე აწყობს, მარა რას გოუგებ ამათ? შარშანაც ნახევარფინალიდან არ გამოვარდნენ... რას ფიქრობთ, მეიგებს დღეს?“ – მეკითხება და პასუხს არც კი ელის, თავადვე განაგრძობს: “ისე, რა გინდა, შე კაი კაცო, ადრე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე მთელი საქართველო ოცნებობდა. ახლა კი, აი “ცხუმი“ უკვე ზედიზედ მეორედ გადის ლიგის ნახევარფინალში და მაინც უკმაყოფილოები ვართ“...
10:47 | 10 მაისი, 2012
“იუვე“ ჩემპიონია! მაგრამ, გვახსოვდეს “მილანიც“!გასულ წლებში, როდესაც ტურინის “იუვენტუსი“ საკუთარ თავს არ ჰგავდა და, “კალჩოპოლის“ სკანდალის მძიმე შედეგებს იმკიდა, იტალიური ფეხბურთისადმი ბევრ ქომაგს გაუცივდა გული. სერია A, რასაკვირველია, მარტო ტურინული კლუბი არაა და აპენინებზე კიდევ არაერთი დიდი და მრავლისმომსწრე კლუბი არსებობს, მაგრამ “უიუვენტუსო“ იტალია ბევრი ქომაგისათვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ანტონიო კონტემ, ტურინული გუნდის გაჩემპიონობით, მთელს მსოფლიოში მცხოვრები ტურინის “იუვენტუსის“ ასეულათასობით ქომაგის გარდა, ის ადამიანებიც გაახარა, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის ოდინდელ პეწსა და დრამატულობას მისტიროდნენ.
11:11 | 07 მაისი, 2012
სამი წაბლის ხევის უნდოდა ომი და უბედურება, შვილო. გიჟები კი არა ვართ? აგე, ესენი არიან, რაც არიან, თორემ ჩვენ და ოსები სულ ერთად არ ვიყავით განა?! – ამბობს ქართლელი პაპა და ხელს მდინარის გაღმა იშვერს, სადაც რუსების საგუშაგოა მოწყობილი. - ვინ იცოდა ადრე განსხვავება ოსისა და ქართველისა. მთელი ახალგაზრდობა სულ მაგათ სოფლებში გავატარე. კარგი საკლავი და თაფლი თუ გინდოდა, სხვაგან რატო წახვიდოდი? ერთი ჭიდაობის დროს თუ მოგვივიდოდა ხოლმე ჩხუბი და ეგეც ბოლოს სუფრით მთავრდებოდა.
18:03 | 03 მაისი, 2012
სიმღერა, რომელიც არ იმღერება12 აპრილს, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში - “პროფილი“, შოუს წამყვანმა მაია ასათიანმა სტუმრად მიიწვია ქართული პოპ-დუეტ “ჯორჯიას“ წევრები. მაიამ, მისთვის დამახასიათებელი “გრანდიოზულობით“, საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული დუეტი პირველად სწორედ გადაცემა “პროფილში“ შეასრულებდა სიმღერას, რომელიც 2015 წელს, თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჰიმნი უნდა იყოს (http://www.youtube.com/watch?v=XR4O9HGZsgY). ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, ლამის ერთი თვე გავიდა და თითქმის ყოველდღე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა სვეტი “ჰიმნზე“, რომელიც ჰიმნის გარდა ყველაფერია.
12:13 | 29 აპრილი, 2012
დი მატეო და ქართველებიფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდურ სახეობას კონკრეტული ადამიანები – განსაკუთრებული პერსონები ქმნიან და ისინივე აძლევენ ხიბლსა და ინტერესს. ამ ადამიანებს ზოგი “ვარსკვლავებს“ ეძახის, ზოგი უბრალოდ ნიჭიერ ხალხს. არიან ისეთები, რომლებიც გამორჩეულ ფეხბურთელებს გიჟებად მიიჩნევენ და სჯერათ, რომ დიდი ფეხბურთელი რომ იყო, მთლად “დალაგებული და სწორხაზოვანი“ არა და ვერ იქნები.
13:16 | 22 აპრილი, 2012
იმპერიის მოხელეს ჩანაწერებიის სულ სხვანაირი კაცი იყო. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებოდით, სხვანაირი რომ იყო. მუდამ კოხტად და ევროპულად ეცვა და საუბარიც წყნარი და მოზომილი იცოდა, მაგრამ ჭადრაკის სათამაშოდ კლუბში შევედით თუ არა, ჩვენ თავიდანვე მივხვდით, რომ ის კაცი არავის ჰგავდა. კლუბში ჭადრაკს მხოლოდ გასართობად არავინ თამაშობდა და ისიც ჩვენს მსგავსაც, ჭადრაკის დაფის გვერდით ფულის კუპიურებს აწყობდა, მაგრამ მის თამაშში ცოდნაც ჩანდა და ისე განსაჯეთ – თავდაჭერაც კი... ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით, რომ საქართველოში ჩვენ განსაკუთრებით არავის ვუყვარდით.
11:25 | 19 აპრილი, 2012
კომუნიკაცია “სხვა განზომილებაში“ორი დღის წინ, ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა თბილისის “დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. თუკი თბილისური კლუბის მიერ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებს გადავხედავთ, დევდარიანის გუნდიდან წასვლა ლოგიკურიც იყო და გამართლებულიც. დევდარიანის გზას, “დინამოს“ სპორტული დირექტორი, გიორგი ნემსაძეც დაადგა.
13:41 | 16 აპრილი, 2012
ყველაზე უიღბლო არგენტინელიარგენტინის იმ ფორმაციის საფეხბურთო ნაკრებიდან, რომელზეც გულშემატკივრების ყველაზე დიდი ნაწილი ამყარებდა იმედს, მწვანე მინდორს ხავიერ ძანეტი და ერნან კრესპოღა შემორჩნენ. პრინციპში, ხუან ვერონიც ჯახირობს რაღაცას, მაგრამ მის თამაშს ახლა მხოლოდ გართობა თუ ეთქმის.