|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:57 | 21.01.2011 21 იანვარი
1941 – დაიბადა ამირან სხიერელი. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი (200 სმ). 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი. მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა ...
| |
10:14 | 20.01.2011 20 იანვარი
1936 – დაიბადა შოთა ლომიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969). 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი ...
| |
10:12 | 19.01.2011 19 იანვარი
1922 – დაიბადა მიგელ მუნიოსი. ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1948-58 წლებში იცავდა მადრიდის ”რეალის” ღირსებას. 1954, 1955, 1957 და 1958 წლებში ...
| |
10:28 | 18.01.2011 18 იანვარი
1954 – დაიბადა ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ”ბურევესტნიკის” ხელბურთელი. ხელბურთში მეცადინეობა დაიწყო 1970 წლიდან. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ...
| |
10:11 | 17.01.2011 17 იანვარი
1961 – დაიბადა მაია ჩიბურდანიძე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში (1978, 1981, 1984, 1986, 1988). საერთაშორისო დიდოსტატი როგორც ქალთა (1977), ასევე მამაკაცთა (1984) შორის. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ...
| |
13:51 | 16.01.2011 16 იანვარი
1951. დაიბადა რამაზ ხარშილაძე. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 95 კგ წონით კატეგორიაში. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 1975 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატების ...
| |
12:14 | 15.01.2011 15 იანვარი
1901 – დაიბადა ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა. ამპლუით მცველი. 1924-31 წლებში იცავდა არგენტინის, 1932-36 წლებში ...
| |
11:15 | 14.01.2011 ისტორია 14 იანვარი
1948 – დაიბადა ვალერი ხარლამოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვის ტრიოს გარემარბი. 1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ...
| |
11:38 | 13.01.2011 13 იანვარი
1947 – დაიბადა კარლეს რექსაჩი. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი. კატალონიურ კლუბში გაატარა 17 სეზონი (1964-81). 1979 წელს, დაეუფლა თასების თასს, 1971-ში მოიგო ბაზრობათა ...
| |
11:29 | 12.01.2011 12 იანვარი
1937 – დაიბადა მიხეილ მესხი. თბილისის ”დინამოში” თამაშობდა 1955-69 წლებში. 1970 წელს იცავდა თბილისის ”ლოკომოტივის” ღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა ...
|
|
 |
|