რაგბი

17:10 | 04.12

რიჩარდ კოკერილი: "ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია"

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა და კაპიტანმა ბექა გორგაძემ, 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, მის შედეგებსა და მიზნებზე ისაუბრეს.

13:41 | 03.12

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილი გახდა.

253116,253084

21:02 | 29.09.2025

დიდი 10 | წიქარა 19:16 არმია

crocobet დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘წიქარამ’ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქურ დერბიში ავჭალელებმა ‘არმიას’ ბოლოსწინა წუთზე გატანილი გარდასახული ლელოთი 19:16 სძლიეს.

19:40 | 28.09.2025

დიდი 10 | ხარები 28:34 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ პირველ ტაიმში მოპოვებული 24-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და რუსთავში ადგილობრივი ‘ხარები’ 34:28 დაამარცხა.

12:50 | 28.09.2025

დიდი 10 | აია 20:19 ხვამლი

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში 20:19 სძლია, 4 ტურის შემდეგ 14 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა.

11:43 | 28.09.2025

დიდი 10 | გორი 24:17 ყაზბეგი

გორის ‘გორმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი გარდასახული ლელოთი სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 24:17 სძლია და crocobet დიდი 10-ში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

23:43 | 26.09.2025

დიდი 10 | ბათუმი 23:11 ლელო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში თბილისის ‘ლელო’ 23:11 დაამარცხა და „სარბიელის სინი“ დაიტოვა.

17:25 | 23.09.2025

შავი ლომი | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ

2025/26 წლების სეზონში ‘შავ ლომს’ მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი უკაპიტნებს. 29 წლის ბორჯღალოსანი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა.

22:50 | 22.09.2025

დიდი 10 | ხვამლი 39:12 ხარები

თბილისის ‘ხვამლმა’ crocobet დიდი 10-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში რუსთავის ‘ხარები’ 39:12 დაამარცხა და ბოლო წუთზე გატანილი მეხუთე ლელოთი ბონუს-ქულაც მოიპოვა.

22:23 | 22.09.2025

დიდი 10 | არესი 40:32 არმია

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘არმიასთან’ 15-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - 40:32.

20:28 | 22.09.2025

დიდი 10 | ლელო 20:19 აია

თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისის ‘აიას’ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში 20:19 სძლია და „სარბიელის სინი“ ჩამოართვა, რომელსაც ვიცე-ჩემპიონები გასული სეზონიდან ფლობდნენ.

17:08 | 21.09.2025

გიორგი ახალაძის დუბლი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ში გამორჩეული თამაში ჩაატარა გიორგი ახალაძემ. ქართველი მორაგბის კლერმონი მე-3 ტურში ერთ-ერთ ფავორიტ პოს შეხვდა და მეტოქე დიდი სხვაობით, 50:27 დაამარცხა.

1.40461