რაგბი

22:57 | 04.11

ბორჯღალოსნები | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის

ნოემბრის ტესტ-მატჩების წინ ბორჯღალოსნებმა დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და მორაგბე ბექა გორგაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

11:40 | 06.07

პოლ ო’კონელი: "საქართველოს ჩემგან დიდი პატივისცემა, აქ ყოფნით ძალიან ვისიამოვნეთ"

ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პოლ ო’კონელმა საქართველოსთან 34:5 მოგებული მატჩის შემდეგ ივლისის პირველი ტესტ მატჩი შეაფასა. მან საქართველოზე პოზიტიური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნით, ქათული კერძებით, მოედანზე და ფან ზონაში შექმნილი ატმოსფეროთი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

252314,249073

20:44 | 17.06.2025

18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო სერიაში ითამაშებს.

19:11 | 14.06.2025

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ლელო მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს გაუტანა.

18:42 | 13.06.2025

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები 14 ივნისს ბოლო გასახურებელ თამაშს თბილისში „ავჭალაზე“, 18 საათზე გამართავენ. მეტოქე მოქმედი ჩემპიონი ინგლისია.

17:35 | 12.06.2025

ბორჯღალოსნები | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

11 ივნისს ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.

15:52 | 11.06.2025

შავი ლომი | სექტემბერში იტალიაში ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონთან’

სექტემბრის დასაწყისში ‘შავი ლომი’ იტალიურ ტურნეზე გაემგზავრება და ადგილობრივ ფრენჩაიზებთან - ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონთან’ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

23:00 | 06.06.2025

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ტიტულისთვის ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ იბრძოლებს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის 2025 წლის ჩემპიონს ‘ლელოსა’ და ‘ხვამლის’ დაპირისპირება გაარკვევს. ფინალური შეხვედრა 15 ივნისს, „რაგბი პლატოზე“ გაიმართება და 20:30 საათზე დაიწყება.

17:02 | 05.06.2025

20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

უმცროსი ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებენ.

18:45 | 01.06.2025

პირველი ლიგა | ‘გორი’ დიდ 10-ში აღზევდა

„ავჭალა არენაზე“, ‘გორი’-‘წიქარას’ ფინალური შეხვედრა ლიგის გამარჯვებულსა და დიდი 10-ის საგზურის მფლობელს არკვევდა. შიდა ქართლელებმა რეგულარული სეზონში დამაჯერებლად იპირველეს, მესამე ადგილზე გასულ ‘წიქარას’ ...

18:03 | 26.05.2025

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ევროპის პროფესიულო საკლუბო რაგბის - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრებში ჯამში 5-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - ერთმა მთავარი მსაჯის, ერთმა მწვრთნელის და სამმა მოთამაშის რანგში.

20:25 | 25.05.2025

პირველი ლიგა | ელიტის საგზურისთვის ‘გორი’ და ‘წიქარა’ იბრძოლებენ

პირველი ლიგის დიდი ფინალის მეორე მონაწილეს პატარძეულის ‘ვეფხვებისა’ და ‘წიქარას’ წინასწარი ფინალი არკვევდა. გარე კახელებმა ლიგის დებიუტანტს რეგულარული სეზონის ორივე შეხვედრა მოუგეს (35:28 და 27:23), ცხრილში ...

1.489946