ბლოგი

10:15 | 20 ნოემბერი, 2009

სლოვენია მსოფლიოს ნაწილია! რუსეთი?

ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი რომ იყოს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ყველა ფინალი ინდოეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის გაიმართებოდა. როდესაც ფეხბურთზეა ლაპარაკი, მხოლოდ მშიშარა და რეგრესისტ ხალხს თუ აფრთხობს ის, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე “ვერზილა” ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ლამის 150 მილიონს აღწევს. ვისაც ასეთი სტატისტიკა არაფრად მიაჩნია, ისინი უზარმაზარი რუსეთისა და ციცქნა ჰოლანდიის ნაკრებებს ერთნაირი ჯიგრით ეთამაშებიან და რამე რომ იყოს, წირვასაც გამოუყვანენ.

11:28 | 16 ნოემბერი, 2009

ქართულ-სომხური ოცნება

რამდენიც არ უნდა დამალო და საპირისპირო ამტკიცო, ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირისადმი და ყოველგვარი საბჭოურისადმი ნოსტალგია, საქართველოში ძალიან ბევრს აქვს. ამ “ძალიან ბევრში” ბუნებრივია, რომ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები არ იგულისხმებიან და შედარებით ახალ თაობაშიც (ბუნებრივია, წინა თაობის გავლენით) ფესვგადგმულია აზრი, რომ: “ადრე უკეთესად ვცხოვრობდით”, “უფრო ბევრ ფულს ვშოულობდით” და რაც მთავარია, “ფეხბურთის თამაშიც უკეთ გამოგვდიოდა”.

19:59 | 13 ნოემბერი, 2009

მძიმე ტვირთი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, 17-წლიანი არსებობის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელი 17-ჯერ გამოიცვალა. ახლადდანიშნული თემურ ქეცბაია, უკვე მე-18 მწვრთნელია. ანუ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს წელიწადში საშუალოდ 1 ახალი მთავარი მწვრთნელი გამოსდით.

<< პირველი<< წინა818283848586
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.334732