|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
12:19 | 12.05.2026 ჩაბი ალონსო შესაძლოა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს
„ჩელსი“ ჩაბი ალონსოს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მიწვევას განიხილავს - წერს The Athletic.
გამოცემის ცნობით, 44 წლის ესპანელი მენეჯერი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ...
| |
11:45 | 12.05.2026 სერხიო რამოსი შესაძლოა დღესვე გახდეს „სევილიას“ მფლობელი
COPE-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და გარიგების დადების ალბათობა საკმაოდ მაღალია. რამოსი პროცესში მონაწილეობს საინვესტიციო კომპანია Five Eleven Capital-თან ერთად, რომელიც ...
| |
23:19 | 02.05.2026 „სამგურალმა“ „გაგრას“ მოუგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია
ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ეს წყალტუბოელების პირველი გამარჯვებაა მიჯრით ოთხი მარცხის ...
| |
21:54 | 02.05.2026 „დორტმუნდის“ მწვრთნელმა კოვაჩმა „ბაიერნის“ თამაშსა და ბუნდესლიგაში მათ დომინირებაზე ისაუბრა
დორტმუნდის „ბორუსიის“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გააზიარა თავისი მოსაზრებები ბუნდესლიგის ამჟამინდელ მდგომარეობასა და „ბაიერნის“ თამაშზე. გერმანიის ჩემპიონატის 31 მატჩის შემდეგ, „ბორუსია“ 67 ქულით ...
| |
23:14 | 18.04.2026 „სპაერი“ „რუსთავს“ დაუზავდა
დღეს, 18 აპრილს, ეროვნული ჩემპინატის მე-7 ტურის ორი მატჩი გაიმართა. „ბათუმმა“ შინ წააგო „იბერიასთან“ (0:3). დებიუტანტების შეხვედრა, „სპაერსა“ და „რუსთავს“ შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.
| |
10:11 | 15.04.2026 ჰანსი ფლიკი: "ყველა იმედგაცრუებულია, თუმცა ეს არის ფეხბურთი"
კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ატლეტიკოსთან" ორი მატჩის ჯამში (2:3) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. "ბლაუგრანას" გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია ...
| |
15:12 | 11.04.2026 იამალმა „ბარსელონას“ ვარჯიში დისკომფორტის გამო დატოვა
„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა პარასკევს გუნდის ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და მინდორი დატოვა, იუწყება Sport.es.
| |
22:08 | 10.04.2026 კერიკმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავის მომავალზე ისაუბრა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა.
| |
17:09 | 10.04.2026 The Telegraph: ლივერპულის მფლობელებს მომავალ სეზონში სლოტის თანამდებობაზე შენარჩუნება სურთ
The Telegraph-ის ცნობით, „ლივერპულის“ მფლობელებს, Fenway Sports Group-ს, მომავალ სეზონში არნე სლოტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შენარჩუნება სურთ.
| |
16:14 | 09.04.2026 არნე სლოტმა ახსნა, თუ რატომ არ ითამაშა მოჰამედ სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ახსნა, თუ რატომ არ გამოიყენა გარემარბი მოჰამედ სალაჰი პსჟ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში. ეგვიპტელმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე ...
|
|
 |
|