10:36 | 15 მარტი, 2010
მომწვანოკეპიანი კაცივინ შეიძლება იყოს ის კაცი, რომელიც გაზაფხულის სუსხიან ღამეს, გარეუბნის სკოლის ეზოში, კალათბურთის ფარის უკან, მონჯღრეულ ძელსკამზე ჩამომჯდარა, თვალებზე მომწვანო კეპი ჩამოუფხატავს, ხელში ჩამქრალი სიგარეტი შერჩენია და უშფოთველად თვლემს?..
10:26 | 10 მარტი, 2010
ფეხბურთელების ცოლებიქართველმა გულშემატკივრებმა ევროპელი დიასახლისების საყვარელი სერიალის – “ფეხბურთელების ცოლების” მხოლოდ ერთ – პირველ სერიას უყურეს და რაკი ნახეს, რომ იმ “საპნის ოპერაში” ყველაფერი იყო ფეხბურთის გარდა, ისე კოხტად მიივიწყეს, როგორც სხვა სერიალები, სადაც ალბერტოს ცოლი - კლაუდია, ცოლიც არის, ბიძაშვილიც და თუ საქმე-საქმეზე მიდგება, მამიდაშვილის მულობასაც გასწევს.
10:50 | 04 მარტი, 2010
გვარი და პატრიოტიზმისპორტულ მაისურზე დატანილი ნომერი და სპორტსმენის გვარი, თითქოს უმნიშვნელო რამაა და ბევრი ადამიანი მსგავსი საკითხებით თითქმის არ ინტერესდება. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს, სპორტსმენი რა ნომერს ატარებს და მის ზურგზე აღბეჭდილი გვარი როგორ იქნება გადმოცემული. საქართველო რომ ჩინეთი იყოს, დამეთანხმებით, გვარის საკითხი მართლაც დაკარგავდა აზრს, რამეთუ უზარმაზარ ჩინეთში მილიარდამდე ადამიანის გვარი - ლი გახლავთ და ისე როგორ მოხდება, რომ 25 კაციან გუნდში 10 ლი მაინც არ იყოს.
10:39 | 22 თებერვალი, 2010
დიდი ტრაგედიის ბუნდოვანი დამნაშავეებივანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დასაწყისში მომხდარი ქართული ტრაგედია, რამდენიმე დღეა არ ჩამოსულა მსოფლიო პრესის ფურცლებიდან. დასავლური და არა მხოლოდ დასავლური პრესის დიდი ნაწილი, ქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში პირდაპირ ადანაშაულებს ოლიმპიადის ორგანიზატორებს, რომლებმაც ტრასაზე ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ მოახერხეს და ამ ყველაფერს, 21 წლის ქართველი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.
11:00 | 15 თებერვალი, 2010
იმედები და შიშებიმალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთ იტალიურ გაზეთთან საუბრისას ბევრი იფიქრა, ივაგლახა, მაგრამ საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ერთი წევრიც კი ვერ გაიხსენა. აბა მაშინ მიეცათ, თუ მიეცათ იტალიელ ჟურნალისტებს ქილიკისა და ხითხითის მიზეზი. მოეთხოვება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ფეხბურთელების გვარების ცოდნა, ამაზე მალტელებმა იდარდონ, მაგრამ იმის იმედი კი ნამდვილად ვიქონიოთ, რომ მალტის პარლამენტის თავმჯდომარე, თანამემამულე ფეხბურთელების გვარების დამახსოვრებას მაინცადამაინც კუნძულელების საქართველოსთან რიგით მეორე გამარჯვების შემდეგ არ შეეცდება.
11:24 | 08 თებერვალი, 2010
საკლუბოს ჩრდილშიევროპაში არსებულ საქომაგო ტრადიციებზე დღეს “ბებერ კონტინენტზე” და არამხოლოდ იქ, ძალიან ბევრს საუბრობენ. ევროპული გულშემატკივრობა ერთგვარი და ერთსახოვანი არასოდეს ყოფილა. ძალიან უნდა მოინდომო ინგლისელი და ვთქვათ, ბელგიელი ქომაგი რომ ერთად წარმოიდგინო. და საერთოდ, ინგლისელების სხვებთან ერთად წარმოდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
10:52 | 05 თებერვალი, 2010
„სინათლის“ ნათელი პერსპექტივებიავჭალაში მდებარე „სინათლის“ სტადიონზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, „მსოფლიო სპორტი“ რამდენიმე თვის წინ წერდა, სადაც აღწერილი იყო ის უიმედო სიტუაცია, რომელშიც „სინათლე“ წლების განმავლობაში იმყოფებოდა... შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რაოდენ დიდი პრობლემები არსებობდა ამ სტადიონზე და რამდენად რთულ პირობებში უწევდათ ჯერ ფეხბურთელებს, შემდეგ კი მორაგბეებს ამ სტადიონზე მატჩების გამართვა.
10:08 | 01 თებერვალი, 2010
იგე, თუ არ შაგვძლებია!ჩვენ რომ გვყავს, იმდენი ცრუ წინასწარმეტყველი, ალბათ, ქრისტეშობამდელ ისრაელშიც კი არ იქნებოდა. პოლიტიკურ ცრუწინასწარმეტყველებებს თავი რომ დავანებოთ, მარტო სპორტში იმდენი “მკითხავ-მჩხიბავია”, ყველას თვლას რომ მიჰყვე, სათვალავი აგერევა. სპორტული პროგნოზის გაკეთებას რა უნდა? რკინისსაზურგიან სკამზე ხარ დაშხოშიანად წამოწოლილი, ღეჭავ საწერი კალმის ბოლოს, თუ მწეველი ხარ, აბოლებ სიგარეტს და ამ დროს შენთან მოდის ორი, შენსავით დაღეჭილკალმიანი კაცი, რომლებსაც, რატომღაც, მათზე ჭკვიანად მიაჩნიხარ და დიდის მოკრძალებით გთხოვენ მარჩიელობას; რომელიმე მატჩისა თუ ტურნირის შედეგის გამოცნობას.
10:35 | 27 იანვარი, 2010
ერთად ყოფნის ძალადიდი მოლოდინისა და წვალების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A დივიზიონის წევრი გახდა. ქართველ გულშემატკივარს ეს სიხარული, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არ განელებია. თუმცა, ამაზე უფრო დიდი მოლოდინები, ამბიციები და იმედები სულ ცოტა ხნის წინათ გაგვიჩნდა, როდესაც მიუნხენში გამართული კენჭისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არცთუ რთულ ჯგუფში მოხვედრილ "ჯვაროსნებს", არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც კი ხელეწიფებათ...
12:54 | 20 იანვარი, 2010
ტაბლოიდების ალყაშიროგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, რომ მუდმივად არასპორტული, ყვითელი პრესის ფურცლებზე გამოიჭიმოს? უპირველესად, რა თქმა უნდა, წარმატებული, თუმცა, მხოლოდ წარმატებულობა და საფეხბურთო მოედნებზე ოფლის დაუზარელად ღვრა, ვერანაირად ვერ იქნება ფეხბურთელის “გაყვითლების” მიზეზი. აგერ, ავიღოთ თუნდაც ლეო მესი. განა ვინმე დაუწუნებს ჩია არგენტინელს გარჯას, ტალანტსა და მონდომებას? მაგრამ ევროპელ ტაბლოიდებს რესპოდენტი მესი მაინცა და მაინც არ მოსწონთ, რადგან ლეო სრულიად არასკანდალური, წყნარი და ოდენ ფეხბურთზე მოსაუბრე ყმაწვილკაცია.
09:53 | 13 იანვარი, 2010
მოდი და ნუ შეგშურდება...ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და თან ჯგუფში, არც მეტი, არც ნაკლები, ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება, უპირველესად, მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთის თამაში უკიდურესად არადემოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პირობებშიც კია შესაძლებელი. ჩრდილოეთ კორეა ის ფენომენია, რომელზე საუბრის დროსაც, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველებიც კი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რამეთუ სოციალისტური კორეა ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, სადაც წერილის გაგზავნაც კი, ძნელი ამბავია (ინტერნეტზე და მსგავს სიამეებზე ხომ საუბარიც კი სასაცილოა) და ჩრდილოკორეელთა დიდმა უმრავლესობამ, დანარჩენ მსოფლიოზე, ფაქტობრივად, არაფერი იცის.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |