ბლოგი

13:11 | 09 სექტემბერი, 2010

ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.

09:49 | 01 სექტემბერი, 2010

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.

09:41 | 24 აგვისტო, 2010

წასულების წარსული

კატარი, საემიროები, ქუვეითი, აშშ, იაპონია – ეს ის ქვეყნებია, სადაც ცნობილი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში კარიერას ასრულებენ და ამას უპირველესად კარიერის მიწურულს, ჯიბის ამოსავსებად სჩადიან. ერთი შეხედვით, დასაძრახი მათ საქციელში რა თქმა უნდა არაფერია და ყველა წარმატებულ ევროპელ ვარსკვლავს აქვს უფლება, რომ საუდის არაბეთის, ანდა ქუვეითის კლუბებში გარჯით, მშვიდი “პენსია” გაინაღდონ. მით უმეტეს, რომ ამ გუნდებში სავარჯიშო დატვირთვაც ნაკლები აქვთ და იმაზე ფიქრის დროც რჩებათ, თუ რას გააკეთებენ კარიერის საბოლოოდ დასრულების შემდეგ.

10:30 | 21 აგვისტო, 2010

როგორ უნდა გახდეს ქართული სპორტი მომგებიანი?

ალბათ, ბევრ ქართველ სპორტის მოყვარულს აწუხებს კითხვა: როგორ უნდა გახდეს საქართველოში სპორტი იმდენად მომგებიანი სფერო, რომ მასში ბიზნესმენებმა ფული მოგების იმედად ჩადონ და სპორტისათვის კონკრეტული ბიზნესმენის დაინტერესება, არ განიხილებოდეს, როგორც კეთილშობილური ჟესტი, ანდა კიდევ, უფრო უარესი – წყალობა! რეალობა კი გვაჩვენებს, რომ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები სპორტს სათოფეზე არ ეკარებიან და თუკი ვინმე რომელიმე სახეობას (უმეტესად, ნაკრებ გუნდებს) დააფინანსებს, ეს როგორც წესი, განპირობებულია ბიზნესმენის კონკრეტული სახეობისადმი პირადი ინტერესითა და სიყვარულით.

10:15 | 16 აგვისტო, 2010

ბულგარელი ქართველები, ანუ ქართველი ბულგარელები

ბავშვობაში ერთ ბულგარელ ბიჭს ვიცნობდი. ბულგარელს წარმოშობით, თორემ მგონი მისალმების გარდა, ბულგარულად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ის კი არა, მგონი ბულგარეთში მამამისიც კი არ იყო მანამდე ნამყოფი.

11:46 | 15 აგვისტო, 2010

ვისია ფეხბურთი?

ადამიანი კარგა ხანია მიეჩვია საზოგადო და გაბატონებული აზრის ტყვეობაში ცხოვრებას. ეს შეხედულებები, თანდათან, ერთგვარ დოგმატურ კლიშეებად ჩამოყალიბდა და მათი ეჭვქვეშ დაყენება, ხშირად ლამის უზნეობადაც კი ითვლება.

10:34 | 13 აგვისტო, 2010

პელე და ქართველები

როგორც საფეხბურთო წრეებში ცნობილი პერსონა ნიკო პატარქალიშვილი ირწმუნება, შემოდგომაზე საქართველოში “ფეხბურთის მეფედ” მიჩნეული პელე უნდა ჩამოვიდეს. გემახსოვრებათ, პატარქალიშვილმა 2 წლის წინ, თბილისში დიეგო მარადონაც ჩამოიყვანა, თუმცა მარადონას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მაშინდელ ჩვენთვის არცთუ საამაყო ფაქტების გახსენებას, ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ.

10:53 | 07 აგვისტო, 2010

საჭიროა თუ არა სკოლაში ფიზკულტურის სწავლება?

საქართველოს სკოლებში ფიზკულტურის (სპორტული აღზრდის), როგორც სასწავლო საგნის პოპულარიზაციაზე, ბოლო დროს მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ საუბრობენ. თუმცა, ეს საკითხი თავის გამოსვლაში რამდენჯერმე საქართველოს პრეზიდენტმაც კი ახსენა.

10:27 | 04 აგვისტო, 2010

საზოგადოებრივ მაუწყებელს “ზესტაფონი” მიავიწყდა

კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოში ერთი განსაკუთრებული საფეხბურთო კლუბი – თბილისის “დინამო” თამაშობდა, სხვა გუნდები კი “დინამოს” ფეხბურთელებით მომმარაგებელ ერთგვარ ფარმ-კლუბებს წარმოადგენდნენ.

10:27 | 31 ივლისი, 2010

მარადონამ თავზე ხელი აიღო

მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ესალმება დიეგო მარადონა ცხინვალის არაღიარებული რესპუბლიკის არაღიარებულსავე პრეზიდენტს და დიეგოს ფოტოზე ისეთი გამომეტყველება აქვს, ალბათ, დაზუსტებულად არც იცის, ვინ არის ეს კოკოითი და რა უნდა მისგან.

10:45 | 25 ივლისი, 2010

დიდი გამარჯვება სეპარატისტული გაგრძელებებით

მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ახალი ჩემპიონი ჰყავს! ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა ოქროს თასი და მომავალი 4 წლის განმავლობაში, პირენელები ჩემპიონის ტიტულს ატარებენ. წლევანდელ ფინალში ინგლისელი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ბევრი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრები არ არის ღირსეული ჩემპიონი და ამ ტიტულს ჰოლანდია უფრო იმსახურებდა. მსგავსი საუბრები, რა თქმა უნდა, ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებს პრაქტიკულად მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შესანიშნავად მოთამაშე ესპანეთის ნაკრებს.

<< პირველი<< წინა75767778798081828384შემდეგი >>
0.238304