ბლოგი

10:39 | 22 თებერვალი, 2010

დიდი ტრაგედიის ბუნდოვანი დამნაშავეები

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დასაწყისში მომხდარი ქართული ტრაგედია, რამდენიმე დღეა არ ჩამოსულა მსოფლიო პრესის ფურცლებიდან. დასავლური და არა მხოლოდ დასავლური პრესის დიდი ნაწილი, ქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში პირდაპირ ადანაშაულებს ოლიმპიადის ორგანიზატორებს, რომლებმაც ტრასაზე ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ მოახერხეს და ამ ყველაფერს, 21 წლის ქართველი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.

11:00 | 15 თებერვალი, 2010

იმედები და შიშები

მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთ იტალიურ გაზეთთან საუბრისას ბევრი იფიქრა, ივაგლახა, მაგრამ საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ერთი წევრიც კი ვერ გაიხსენა. აბა მაშინ მიეცათ, თუ მიეცათ იტალიელ ჟურნალისტებს ქილიკისა და ხითხითის მიზეზი. მოეთხოვება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ფეხბურთელების გვარების ცოდნა, ამაზე მალტელებმა იდარდონ, მაგრამ იმის იმედი კი ნამდვილად ვიქონიოთ, რომ მალტის პარლამენტის თავმჯდომარე, თანამემამულე ფეხბურთელების გვარების დამახსოვრებას მაინცადამაინც კუნძულელების საქართველოსთან რიგით მეორე გამარჯვების შემდეგ არ შეეცდება.

11:24 | 08 თებერვალი, 2010

საკლუბოს ჩრდილში

ევროპაში არსებულ საქომაგო ტრადიციებზე დღეს “ბებერ კონტინენტზე” და არამხოლოდ იქ, ძალიან ბევრს საუბრობენ. ევროპული გულშემატკივრობა ერთგვარი და ერთსახოვანი არასოდეს ყოფილა. ძალიან უნდა მოინდომო ინგლისელი და ვთქვათ, ბელგიელი ქომაგი რომ ერთად წარმოიდგინო. და საერთოდ, ინგლისელების სხვებთან ერთად წარმოდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

10:52 | 05 თებერვალი, 2010

„სინათლის“ ნათელი პერსპექტივები

ავჭალაში მდებარე „სინათლის“ სტადიონზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, „მსოფლიო სპორტი“ რამდენიმე თვის წინ წერდა, სადაც აღწერილი იყო ის უიმედო სიტუაცია, რომელშიც „სინათლე“ წლების განმავლობაში იმყოფებოდა... შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რაოდენ დიდი პრობლემები არსებობდა ამ სტადიონზე და რამდენად რთულ პირობებში უწევდათ ჯერ ფეხბურთელებს, შემდეგ კი მორაგბეებს ამ სტადიონზე მატჩების გამართვა.

10:08 | 01 თებერვალი, 2010

იგე, თუ არ შაგვძლებია!

ჩვენ რომ გვყავს, იმდენი ცრუ წინასწარმეტყველი, ალბათ, ქრისტეშობამდელ ისრაელშიც კი არ იქნებოდა. პოლიტიკურ ცრუწინასწარმეტყველებებს თავი რომ დავანებოთ, მარტო სპორტში იმდენი “მკითხავ-მჩხიბავია”, ყველას თვლას რომ მიჰყვე, სათვალავი აგერევა. სპორტული პროგნოზის გაკეთებას რა უნდა? რკინისსაზურგიან სკამზე ხარ დაშხოშიანად წამოწოლილი, ღეჭავ საწერი კალმის ბოლოს, თუ მწეველი ხარ, აბოლებ სიგარეტს და ამ დროს შენთან მოდის ორი, შენსავით დაღეჭილკალმიანი კაცი, რომლებსაც, რატომღაც, მათზე ჭკვიანად მიაჩნიხარ და დიდის მოკრძალებით გთხოვენ მარჩიელობას; რომელიმე მატჩისა თუ ტურნირის შედეგის გამოცნობას.

10:35 | 27 იანვარი, 2010

ერთად ყოფნის ძალა

დიდი მოლოდინისა და წვალების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A დივიზიონის წევრი გახდა. ქართველ გულშემატკივარს ეს სიხარული, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არ განელებია. თუმცა, ამაზე უფრო დიდი მოლოდინები, ამბიციები და იმედები სულ ცოტა ხნის წინათ გაგვიჩნდა, როდესაც მიუნხენში გამართული კენჭისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არცთუ რთულ ჯგუფში მოხვედრილ "ჯვაროსნებს", არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც კი ხელეწიფებათ...

12:54 | 20 იანვარი, 2010

ტაბლოიდების ალყაში

როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, რომ მუდმივად არასპორტული, ყვითელი პრესის ფურცლებზე გამოიჭიმოს? უპირველესად, რა თქმა უნდა, წარმატებული, თუმცა, მხოლოდ წარმატებულობა და საფეხბურთო მოედნებზე ოფლის დაუზარელად ღვრა, ვერანაირად ვერ იქნება ფეხბურთელის “გაყვითლების” მიზეზი. აგერ, ავიღოთ თუნდაც ლეო მესი. განა ვინმე დაუწუნებს ჩია არგენტინელს გარჯას, ტალანტსა და მონდომებას? მაგრამ ევროპელ ტაბლოიდებს რესპოდენტი მესი მაინცა და მაინც არ მოსწონთ, რადგან ლეო სრულიად არასკანდალური, წყნარი და ოდენ ფეხბურთზე მოსაუბრე ყმაწვილკაცია.

09:53 | 13 იანვარი, 2010

მოდი და ნუ შეგშურდება...

ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და თან ჯგუფში, არც მეტი, არც ნაკლები, ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება, უპირველესად, მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთის თამაში უკიდურესად არადემოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პირობებშიც კია შესაძლებელი. ჩრდილოეთ კორეა ის ფენომენია, რომელზე საუბრის დროსაც, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველებიც კი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რამეთუ სოციალისტური კორეა ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, სადაც წერილის გაგზავნაც კი, ძნელი ამბავია (ინტერნეტზე და მსგავს სიამეებზე ხომ საუბარიც კი სასაცილოა) და ჩრდილოკორეელთა დიდმა უმრავლესობამ, დანარჩენ მსოფლიოზე, ფაქტობრივად, არაფერი იცის.

10:25 | 09 იანვარი, 2010

მოსაკითხი დელ პიეროსათვის

სამი წლის წინ, ახალი წლის წინა დღეებში, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ალესანდო დელ პიეროს დიდი გულშემატკივარია, ინტერნეტის საშუალებით “დელპოს” ტურინული მისამართი გაიგო, ნათესავს ხურჯინი მოაქსოვინა, შიგნით ჩურჩხელები, ქართული ღვინო, კარალიოკის ჩირი და ასეთი წმინდა ქართული რამე რუმეები ჩააწყო და დაზღვეული ამანათით მთელი ეს ხორაგი წერილითურთ დელ პიროს გაუგზავნა.

11:34 | 04 იანვარი, 2010

კულინარიული ცდუნებანი

არავინ იცის, ვინ უფრო საბრალოა, უარმიო გენერალი, თუ გურმანი და სმა-ჭამის მოყვარული, მაგრამ დიეტაზე მჯდომი სპორტსმენი. მეტადრე თუკი სპორტმენი ქართველია და საცივ-ხინკალ-ბოზბაშ-ჩახოხბილები აქვს გასინჯული. საკუთარი წონის კონტროლი მოჭადრაკეების გარდა, თითქმის ყველა სახეობაში მოღვაწე სპორტსმენების ერთ-ერთი უპირველესი ვალია. და არა მხოლოდ ვალი... არ დაიცავ დიეტას და იმხელა ღიპის მფლობელი გახდები, ბურთის დევნა კი არა, ჩამუხვლაც კი დაგეზარება. გამოსავალიც არსაიდან ჩანს.

09:57 | 29 დეკემბერი, 2009

იმედების დღესასწაული

ახალი წელი ქართველებისთვის მართლაც იმედების დღესასწაულია. სწორედ ამიტომაც ამბობენ, რომ ეს დღე ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ახალი წელი პატარების დღეაო. ჰოდა, რაკი ახალი წელი უპირატესად ბავშვების დღეა, ამ დღეს ყველა ცოტათი მაინც უნდა გავბავშვდეთ, საახალწლო ოცნებებსა და სურვილებს მეტი გასაქანი მივცეთ და ვიოცნებოთ იმაზე, რომ 2010 წელი ქართული სპორტისთვის იმაზე ბევრად წარმატებული იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა, პროგონოზირება და ვარაუდების გამოთქმა შეგვეძლო.

<< პირველი<< წინა78798081828384შემდეგი >>
0.237829