10:12 | 14 მაისი, 2010
“კიჭას” მაგიაბრაზილიაში ხშირად ხუმრობენ ხოლმე: რონალდოს რამდენიც საყვარელი ჰყავს, იმდენი ფული რომ ჰქონდეს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი იქნებოდაო. რონალდო ის კაცი არ არის, ხუმრობაზე რომ ბრაზდებოდეს. ჭეშმარიტი ლათინომერიკელის მსგავსად, მასაც მხიარული ადამიანის სახელი აქვს გავარდნილი. თუმცა, მხოლოდ ქალებზე და კარგ ხასიათზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როდესაც რონალდოზე ვლაპარაკობთ...
10:03 | 07 მაისი, 2010
“ვაშლი და შაქარა” უკრაინულადპოლონეთსა და უკრაინაში 2 წლის შემდეგ გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გარშემო, ბოლო დროს მრავალი გაურკვევლობა წარმოიშვა. ევროპული სპორტული გამოცემები სულ უფრო ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე, უეფასადმი მიცემულ პირობებს ძალიან ცუდად და წელათრევით ასრულებს, რის გამოისობითაც, უეფას ფრანგი პრეზიდენტი უკრაინელებს უკვე ორჯერ დაემუქრა – თუ სტადიონებისა და სასტუმროების შენებას არ დააჩქარებთ, ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსს დაემშვიდობეთო.
10:10 | 26 აპრილი, 2010
ბიჭები ავტობაზრობიდანცოტა ხნის წინათ, ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ცოტა უცნაური ადამიანი გავიცანი, რომელიც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას ისეთი დიდი მოლოდინით მოელის, რომ საკუთარ სამუშაო კომპიუტერში მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილი დღეებისა და წამების უკუღმა მთვლელი დიდი ციფერბლატი აქვს დაყენებული და როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩის დაწყების ჟამი ჩამოჰკრავს, მისი კომპიუტერის დინამიკებში გერმანიის ეროვნული ჰიმნი გაისმება (ადვილი მისახვედრია, ვისი ქომაგიც ყოფილა).
10:01 | 23 აპრილი, 2010
ამოუცნობი “ინტერი”მილანის “ინტერნაციონალე” ის კლუბია, რომელიც ლამის დაარსების დღიდანვე გრანდად იქცა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სახედ და სიმბოლოდ კი ვერა და ვერ დამკვიდრდა. “ინტერის” მართლაც რომ ბრწყინვალე საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში, ამ კლუბმა “სკუადრა აძურას” და არამხოლოდ მას, უამრავი მეგავარსკვლავი გაუზარდა. ამ კლუბში არაერთი დიდებული მწვრთნელი და გონიერი საფეხბურთო ფუნქციონერი მოღვაწეობდა...
11:43 | 12 აპრილი, 2010
ქართველი ჯარისკაცის ფიქრებიროდესაც ქართველი ჯარისკაცი ხარ, გაუმწესებიხარ საქარველოს ოკუპირებული რეგიონის სწორედ იმ მონაკვეთზე, საიდანაც უდურბინდოდაც კარგად მოსჩანს რუსი ოკუპანტების მუდამჟამს გალეშილი სიფათები, მკვეთრად მოისმის რუსული ტანკების ღმუილის ხმა და ყოველ ღამეს ჩვენს მხარეზე გადმოპარული მშიერმუცელა და საჭმლის მაძებარი სეპარატისტების დევნაში უნდა იყო, ამ დროს დღენიადაგ სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა ომსა და უბედურებაზე...
09:50 | 06 აპრილი, 2010
ხუთეულითქმა არ უნდა, ძალიან ნაადრევია იმაზე მსჯელობა, თუ ვინ გახდება წლევანდელ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და როგორც წესი, საუკეთესო ფეხბურთელის წლის ბოლოს დასასახელებლად, განმსაზღვრელი სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატი და ფეხბურთელების, კონკრეტულად ამ ტურნირზე გამოსვლა იქნება.
12:12 | 05 აპრილი, 2010
დიეგო და ძაღლიდიეგო მარადონას სკანდალებით გაძეძგილ ცხოვრებას კიდევ ერთი, მორიგი არაბანალური სკანდალი დაემატა. არგენტინის ეროვნული გუნდის არაშთამბეჭდავი თამაშის გამო გაბრაზებული ინჩადას ჯავრი დიეგოსავე ძაღლმა ამოიყარა, რომელმაც საკუთარ პატრონს შიგ სახეში მახვილი კბილები ჩაასო და ეს მრავლისმნახველი კაცი ისეთ ხმაზე ააბღავლა, 1986 წელს გაჩემპიონების დროსაც კი რომ არ უბღავლია... ხალხს სალაპარაკო კიდევ ერთხელ მიეცა, თორემ სხვა თვალით რომ შეხედო, დიდი ამბავი?! ვინ არ დავუკბენივართ საკუთარ თუ მეზობლის დიდსა თუ პატარა ძაღლებს
09:47 | 23 მარტი, 2010
ევროპის გზაზესაქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის სარაგბო შეხვედრაში ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მონდომებასა და გამარჯვების ჟინს ნამდვილად ბევრი შეუძლია. ეს დიდებული გამარჯვება ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ როგორც ქართველ, ასევე რუს რაგბის მოყვარულ გულშემატკივრებს. თუმცა, ტრაბზონული მატჩი ყველაფერთან ერთად იმითაც იყო გამორჩეული, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე საქართველოს ფარგლებს გარეთ საქომაგოდ ერთად ამდენი გულშემატკივარი არცერთ ქართულ გუნდს არ გაჰყოლია.
10:36 | 15 მარტი, 2010
მომწვანოკეპიანი კაცივინ შეიძლება იყოს ის კაცი, რომელიც გაზაფხულის სუსხიან ღამეს, გარეუბნის სკოლის ეზოში, კალათბურთის ფარის უკან, მონჯღრეულ ძელსკამზე ჩამომჯდარა, თვალებზე მომწვანო კეპი ჩამოუფხატავს, ხელში ჩამქრალი სიგარეტი შერჩენია და უშფოთველად თვლემს?..
10:26 | 10 მარტი, 2010
ფეხბურთელების ცოლებიქართველმა გულშემატკივრებმა ევროპელი დიასახლისების საყვარელი სერიალის – “ფეხბურთელების ცოლების” მხოლოდ ერთ – პირველ სერიას უყურეს და რაკი ნახეს, რომ იმ “საპნის ოპერაში” ყველაფერი იყო ფეხბურთის გარდა, ისე კოხტად მიივიწყეს, როგორც სხვა სერიალები, სადაც ალბერტოს ცოლი - კლაუდია, ცოლიც არის, ბიძაშვილიც და თუ საქმე-საქმეზე მიდგება, მამიდაშვილის მულობასაც გასწევს.
10:50 | 04 მარტი, 2010
გვარი და პატრიოტიზმისპორტულ მაისურზე დატანილი ნომერი და სპორტსმენის გვარი, თითქოს უმნიშვნელო რამაა და ბევრი ადამიანი მსგავსი საკითხებით თითქმის არ ინტერესდება. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს, სპორტსმენი რა ნომერს ატარებს და მის ზურგზე აღბეჭდილი გვარი როგორ იქნება გადმოცემული. საქართველო რომ ჩინეთი იყოს, დამეთანხმებით, გვარის საკითხი მართლაც დაკარგავდა აზრს, რამეთუ უზარმაზარ ჩინეთში მილიარდამდე ადამიანის გვარი - ლი გახლავთ და ისე როგორ მოხდება, რომ 25 კაციან გუნდში 10 ლი მაინც არ იყოს.