ბლოგი

16:01 | 11 ივლისი, 2010

რვაფეხიანი იმედი

რვაფეხა (Octopus vulgaris), რბილტანიანთა ტიპის თავფეხიანი მოლუსკი. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპიროებამდე, ხოლო სამხრეთით - ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.

11:02 | 08 ივლისი, 2010

გლოვის 24 წელი

აქამდე, არგენტინის ნაკრებს, უმეტესად, საშუალო ასაკის ადამიანები, ანუ ის ხალხი გულშემატკივრობდა, რომლებსაც საკუთარი თვალით ენახა დიეგო მარადონას თამაში და “ალბისელესტეს” ქომაგობაც იმ ნათელ და მათთვის ლამაზ წლებში გადაეწყვიტათ. ეს 2006 წლის მუნდიალის წინაც დადასტურდა, როდესაც ერთ-ერთმა ქართულმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ საქართველოში არგენტინის ქომაგთა საშუალო ასაკი 40 წელია, მაშინ როდესაც სხვა ნაკრებების ქომაგთა ასაკი მეტად ჭრელი და არაერთგვაროვანია.  

09:54 | 04 ივლისი, 2010

ბახრამოვის მემკვიდრეები

სხვისი ნივთის მოპარვის სურვილი ცხოვრებაში პირველად ამ რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ჩაჟამებული ლუდხანის წინ გამოკიდებული მტვრიანი, დასვრილი და დაჭმუჭნული ინგლისის დროშა დავინახე. ამ ლუდხანაში, ბუნებრივია, დიდი ტელევიზორი ედგათ და მეპატრონეებმა ლუდხანის კარებთან ინგლისის დროშა ქომაგების მისაზიდად დაჰკიდეს. ინგლისის ნაკრების ქომაგი არასოდეს ვყოფილვარ და გარწმუნებთ, არც მომავალში ვაპირებ ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ის დროშა ისე უმწეოდ და საცოდავად ეკიდა, მისი მოპარვა, სახლში წაღება, გარეცხვა-გაუთოვება და შემდეგ ინგლისის ქომაგი მეგობრისათვის ჩუქება, გულში მართლაც გავივლე. რას ვიზამთ, ვერ გამოვდექი მელიტონ ქანთარია და ის დასვრილ-დაჭმუჭნული დროშა ახლაც ისევ იქ ჰკიდია.

11:45 | 29 ივნისი, 2010

ჭინკები სამხრეთაფრიკულად

2000 წლის ევროპის ჩემპიონატი, ბოლო ათწლეულებში, ალბათ, ერთადერთი დიდი საფეხბურთო ღონისძიება იყო, როდესაც ტოტალიზატორის მოთამაშეებს გაღიმებულს ნახავდით. მაშინ იმდენი წინასწარპროგნოზირებადი მატჩი დასრულდა “სათანადო” შედეგით, რომ არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი ტოტალიზატორის მფლობელის ცრემლმორეული ხმა და სიტყვები: “ესპანეთიდან დაწყებული, საფრანგეთამდე, ყველამ ჩემთვის როგორ მოიცალაო”.  

10:20 | 22 ივნისი, 2010

ვერონი და მე

“განა მე არ ვიცი კაცო, სხვებს უფრო ჯან-ღონიანად უთრევიათ ბურთიცა და მცველებიცა, მაგრამ, აგერ უკვე 54 წლისა შავსრულდი, ავიც ბევრი მინახამს და კარგიც. თქვენა რა? მარტო ტელევიზორსა ხართ მიჩერებული და ტელევიზორის მიღმა ღრიალებთ და ბზუიხართ აფრიკელებივითა. მე კიდევა, ყიფიანის თამაშიც სტადიონზე მინახამს და სტრელცოვისაცა. ეგ კი არა, ხიდიატულინი და ზავაროვი არ მინახამს რო?! მაგრამა, ხომ გეუბნები რა, ვერონი რომ არის, ეგრე არავინ მამწონებია და ალბათ, არც მამეწონება.

10:32 | 14 ივნისი, 2010

მუნდიალი და გეოგრაფია

მაშინ, როდესაც ევროპასა და სამხრეთ ამერიკას ფეხბურთი ერთგვარად მონოპოლიზირებული ჰქონდათ და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის გუნდები დამთრგუნველად დიდი ანგარიშით მარცხდებოდნენ, ბევრი ამბობდა: არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს საფეხბურთო თვალსაზრისით “მეორეხარისხოვანი” კონტინენტების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა და მათ ნაცვლად, ევროპული და სამხრეთამერიკული ნაკრებების დამატება უფრო საინტერესოს გახდის მსოფლიოს ჩემპიონატსო.

10:44 | 09 ივნისი, 2010

აფხაზური “დუ-შაში”

კარგი რამ არის დომინო. მითუმეტეს ზაფხულში, მითუმეტეს თბილისში და მითუმეტეს მეგობრებთან ერთად თუ თამაშობ. მაგრამ, როდესაც გაიგებ, რომ ოკუპირებულ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, შეიძლება ამ თამაშისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგო. არაფერ უცნაურს არ ვამბობ. ამ ცოტა ხნის წინ, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და რუსებს თუ დავუჯერებთ, ამ უცნაურ ტურნირს, არც მეტი, არც ნაკლები, ლას-ვეგასის ცნობილი კაზინოთა ქსელი ატარებს.

13:00 | 07 ივნისი, 2010

ოფიცერ ბარაბაძიდან ფეხბურთელ ბარაბაძემდე...

...და აჰა, ფართოდ გამოაღეს “ეროვნული სტადიონის” ცენტრალური ჭიშკარი და პატარა ბიჭ-ბუჭები, ძველი ჩვეულებისამებრ, ჭიშკარში მდგომ პოლიციელებს მხარიღლივ გაუსხლტნენ და ჩრდილოეთ ტრიბუნისაკენ გაჰქუსლეს.

10:29 | 01 ივნისი, 2010

"უწმინდური მარტინის" ზღაპრები

თავის ჯეელობაში, მარტინ პალერმოს ნათქვამი აქვს, რომ მისი საყვარელი გართობა ზღაპრების კითხვაა და თუკი, თავისუფალი დრო აქვს, უსაქმურად ყიალს, დივანზე წამოდრანგვა და ზღაპრების წიგნის ფურცვლა ურჩევნია.

10:37 | 30 მაისი, 2010

ჟოზე რომ ქართველი იყოს

როდესაც სახლში დაღლილი და ოდნავ გაბოროტებული ბრუნდები, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება, სახლთან ახლომდებარე მინი-სტადიონზე წასვლა და უბნის ბავშვების ფეხბურთის თამაშის ცქერაა. ზიხარ შენთვის და შესცქერი ბავშვებს, რომლებიც დაუზარელად ღვრიან ოფლს და თან დიდი ფეხბურთელის სახელებსაც ითითოვებენ. 11 წლის ლაშა კრიშტიანუ რონალდუობას იჩემებს, პატარა ლუკას ლეო მესიობაზე აქვს პრეტენზია, კარებში ჩამდგარი პუტკუნა გიორგი კი, ჯანლუიჯი ბუფონობაზე დებს თავს. ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული ასე იყო, უბრალოდ ბავშვების კუმირების სახელები შეიცვალა და სხვა არაფერი...

09:48 | 17 მაისი, 2010

ვითომ, უბრალო ამბავი

მალტასთან ახლოს მდებარეობს ციცქნა კუნძული, სახელად გოცო, რომელიც ტერიტორიულად მალტასვე ეკუთვნის. რით შეიძლება გამხდარიყო კუნძული გოცო ქართველებისათვის საინტერესო? ძალიან ბევრიც რომ იფიქროთ, მაინც გაგიჭირდებათ ამის მიხვედრა... 31 მაისიდან ექვს ივნისამდე, კუნძულ გოცოზე იმართება უცნაური სახელწოდების საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც viva world cup-ი ჰქვია. ამ ტურნირზე, არაღიარებული ე.წ. სახელმწიფოების, ე.წ. საფეხბურთო ნაკრებები მონაწილეობენ (მთიანი ყარაბახი, ბასკეთი, დნესტრისპირეთი, ჩეჩნეთი და სხვა... თუმცა რამდენი ე.წ.-ც არ უნდა ვიძახოთ, ფაქტია, რომ ტურნირის ფრანგ ორგანიზატორს, ვინმე ჟან ლუკ კიტის, ეს ყველაფერი... რბილად, რომ ვთქვათ, დიდად არ აღელვებს.

<< პირველი<< წინა767778798081828384შემდეგი >>
0.281214