რაგბი

17:55 | 15.11

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადასთან ადვილად მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის ეგიდით ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

13:30 | 09.11

რიჩარდ კოკერილი: "შეცდომები გვქონდა, რაც აღარ უნდა განმეორდეს"

საქართველოს მორაგებთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (43:30) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

252604,252439

23:57 | 30.09.2025

‘შავი ლომი’ - სამხრეთ აფრიკაში ‘ჩიტასთან’ ორი ტესტისთვის

ოქტომბრის შუა რიცხვებში ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და Toyota Challenge-ს ტურნირის ფარგლებში ‘ტოიოტა ჩიტასთან’ ორ თამაშს გამართავს.

21:02 | 29.09.2025

დიდი 10 | წიქარა 19:16 არმია

crocobet დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘წიქარამ’ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქურ დერბიში ავჭალელებმა ‘არმიას’ ბოლოსწინა წუთზე გატანილი გარდასახული ლელოთი 19:16 სძლიეს.

19:40 | 28.09.2025

დიდი 10 | ხარები 28:34 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ პირველ ტაიმში მოპოვებული 24-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და რუსთავში ადგილობრივი ‘ხარები’ 34:28 დაამარცხა.

12:50 | 28.09.2025

დიდი 10 | აია 20:19 ხვამლი

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში 20:19 სძლია, 4 ტურის შემდეგ 14 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა.

11:43 | 28.09.2025

დიდი 10 | გორი 24:17 ყაზბეგი

გორის ‘გორმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი გარდასახული ლელოთი სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 24:17 სძლია და crocobet დიდი 10-ში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

23:43 | 26.09.2025

დიდი 10 | ბათუმი 23:11 ლელო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში თბილისის ‘ლელო’ 23:11 დაამარცხა და „სარბიელის სინი“ დაიტოვა.

17:25 | 23.09.2025

შავი ლომი | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ

2025/26 წლების სეზონში ‘შავ ლომს’ მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი უკაპიტნებს. 29 წლის ბორჯღალოსანი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა.

22:50 | 22.09.2025

დიდი 10 | ხვამლი 39:12 ხარები

თბილისის ‘ხვამლმა’ crocobet დიდი 10-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში რუსთავის ‘ხარები’ 39:12 დაამარცხა და ბოლო წუთზე გატანილი მეხუთე ლელოთი ბონუს-ქულაც მოიპოვა.

22:23 | 22.09.2025

დიდი 10 | არესი 40:32 არმია

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘არმიასთან’ 15-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - 40:32.

20:28 | 22.09.2025

დიდი 10 | ლელო 20:19 აია

თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისის ‘აიას’ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში 20:19 სძლია და „სარბიელის სინი“ ჩამოართვა, რომელსაც ვიცე-ჩემპიონები გასული სეზონიდან ფლობდნენ.

1.152871