საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე B დივიზიონში უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შეხვდება.
„ალ-ჰილალმა“ საუდი პრო ლიგის განაცხადიდან დარვინ ნუნიესი წაშალა. საქმე ისაა, რომ კარიმ ბენზემას ტრანსფერის შემდეგ კლუბს ჩემპიონატში არსებული ლიმიტი ლეგიონერებზე ამოეწურა.
NBA-ში „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსთან“ 95:13 დამარცხდა. სტუმრებმა პირველივე ტაიმში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.