13:41 | 13.01.2026
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაიკლ კერიკთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ამის შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა. წყაროს ცნობით, მაიკლი „ეშმაკებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.